Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    171.232

ბიძინეს თანამხარჯველების "გამოძიებები" იუშჩენკოს ჩუსტების ისტორიით დაიწყო ვისაც ახსოვს:


KLINGON

1.517 views

blog-0312501001444318389.jpgსაერთოდ ბიძინეს თანამხარჯველების "გამოძიებები" იუშჩენკოს ჩუსტების ისტორიით დაიწყო ვისაც ახსოვს:

 

"იუშენკო მზად არის ჩუსტებისა და პირსახოცის ფულით საქართველოს პარლამენტს დაეხმაროს"

 

უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო მზად არის, საქართველოს დაუბრუნოს

ის 400 აშშ დოლარი და თაფლი, რომელიც სავარაუდოდ თბილისში, ერთ–ერთ აბანოში

მისი ვიზიტისას დახარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

ამის შესახებ იუშენკოს პრესმდივანი, ირინა ვანიკოვა განცხადებას ავრცელებს.

 

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ვანიკოვას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2011 წლის

6 აპრილს იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა და მთელი დღის განმავლობაში პარტიის ოფისში, კიევში მუშაობდა

. პრესმდივნის განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა,

საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაურიცხოს ის 400 დოლარი, რომელიც,

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი გამასპინძლებისთვის თბილისის ერთ–ერთ აბანოში.

 

"იმედი მაქვს, რომ ის 400 აშშ დოლარი, რომლის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასარიცხად ვართ მზად,

დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს კორუფციასთან ბრძოლაში და არ შერცხვებიან გამოყენებული

საპნისა და დალეული ჩაის ოდენობის დაანგარიშებით.

 

ასევე ჩვენ მზად ვართ, მათ გავუგზავნოთ 1 ქილა თაფლი, ჯემი, საპონი და შამპუნი",

– განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" ვიქტორ იუშენკოს პრესმდივანმა.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების

ამსახველი დოკუმენტების შესაბამისად, რომელიც 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაქვეყნა,

სახელმწიფო სახსრები დახარჯულია "იუშენკოს აბანოს მომსახურეობისთვის" თბილისში, შპს "ნარიყალაში".

 

ხარჯებში ასახულია 7 კაცისთვის პირსახოცის, ჩუსტის, საპნისა და აბანოს მომსახურების ხარჯები,

თაფლის მასაჟისთვის დანახარჯი კი 50 ლარია მითითებული.

 

 

 

 

ყოველთვის ვიცოდი რომ ოლიგარქის ჯიბის პარლამენტი ვაიშ(ნ)ების კასტიდან იყვნენ....

 

იბრუნებენ დაკარგულ ტუგრიკებს.....

 

კონდოლიზაც ჰილარიც, ლეხ კაჩინსკის ნათესავებიც ალბათ ჯიბეზე გაიკრავენ ხელს(აბა რა ეგონათ?

 

უფასო იყო ბოსელიას დავთაშვილის და სხვა მართალი ხალხის ოფლით ნაშოვნი..

 

 

ამ კოლმეურნეებს რომ ვუყურებ განდის ამბავი მახსენდება ჰარიჯანები და შუდრები რომ ქვეყნის

 

სამართავად მიიწვია(შესბამისად ქშატრიების სახლებში შეასახლა)...

 

 

 

 

"ვიმედოვნებ, რომ 400 დოლარი, რომელიც მზად ვართ გადავცეთ ჰუმანიტარული დახმარების სახით,

 

 

დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს ქვეყანაში კორუფციის დაძლევაში და არ შეირცხვენენ თავს

დალეული ჩაისა და გამოყენებული საპნის თვლით. ასევე ჩვენ მზად ვართ დავამატოთ კასრი თაფლი,

 

 

მურაბა და საპონი-შამპუნით", აღნიშნა პრესსპიკერმა.

 

 

 

"ჩემის მხრივ მინდა დავამატო, რომ "საპნის" დისკუსიის პრიმიტიულობა საქართველოს უმაღლეს

 

 

საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 7 ფინჯანი ჩაისა და ერთჯერადი ჩუსტების გამო განვითარდა,

 

 

მეტყველებს მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე ქართულ პარლამენტარიზმსა და ქართულ დემოკრატიაში",

 

 

- განაცხადა ვანნიკოვამ.-------------------------------- --

 

 

http://news.ge/ge/ne...ualuri-krizisia

 

 

" крахаборы всех стран соединяйтесь"

 

Экскурсовод при посещении туристами пещеры:

 

 

 

— Эта пещера возникла благодаря одному шотландцу, который пожаловался своим родственникам,

 

что случайно обронил в лисью нору монетку.

 

(ბოდიში ოკუპაციის ენაზე ტექსტის ნაწილის გამო).

 

urfinjus: 18 April 2013

 

" крахаборы всех стран соединяйтесь" კრახაბორი ოლიგარქი მაინც არაა ახალი სიტყვა კაცობრიობის ისტორიაში

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...