ირაკლი ნადირაძე: ,,ქართულ ოცნებას" თქვენი შვილებისთვის ნორმელური საჯარო სკოლებიც არ ემეტება
„ქართულ ოცნებას“ თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო სასწავლებლები და მათ შორის შვილები სასწავლებლებში რომ წაიყვანონ, ასობით ათას ლარის გადახდისთვის არიან მზად ჩარტერულ რეისებში, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, არ ემეტებათ ნორმალური საჯარო სკოლებიც კი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, პარტიის წევრმა ლაშა ტყეშელაძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ნანა ტოხვაძემ მეოთხე სკოლასთან ბრიფინგი გამართეს, სადაც ისაუბრეს, როგორი მოუმზადებელი ხვდება განათლების სამინისტრო სკოლის დაწყებას.
„ხვალიდან დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენს ქვეყანაში არის გაჭირვება და სიღარიბე, უამრავ მშობელს არ აქვს იმის საშუალებაც კი, რომ თავის შვილს ერთი წყვილი ფეხსაცმელი უყიდოს, ერთი ჩანთა უყიდოს, ერთი ხელი ტანსაცმელი უყიდოს და ძალიან ბევრი მშობელი ხვდება მოუმზადებელი იმიტომ რომ, ვერ შეუწყო ხელი სახელმწიფომ, ჰქონდეს საშუალება, ბავშვი გაუშვას სკოლაში. ერთი პრობლემაა და ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება” ვერ ზრუნავს ამ ადამიანებზე, ვერ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათ დასაქმებაზე, ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური გარემო რომ შექმნას ქვეყანაში და მეორეა, რომ საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ არის მზად, ჩვენს შვილებს, ჩვენს ბავშვებს, შესაბამისი გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაახვედროს”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, დადიანს ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლა მდებარეობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინგრა იმ პირობით, რომ სანაცვლოდ თანამედროვე, ევროპული ტიპის საჯარო სკოლა აშენდებოდა.
„მაგრამ გასულია რამდენიმე წელიწადი, აქ თითი თითზე არ არის დადებული და რა მდგომარეობაშია ტერიტორია, როგორ არის გაჩანაგებული - ამოსული ბალახები, ნაგავსაყრელად არის ქცეული, ამას ყველა ერთად ვხედავთ. ეს არ არის ერთადერთი სკოლა, ერთადერთი ტერიტორია. მარტო ამ ქუჩის გაყოლებაზე ამ რაიონში 5 სკოლაა დანგრეული და მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ ბავშვები ატარონ თავისივე რაიონში და ბავშვები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სკოლებში“, - განაცხადა ნადირაძემ.
ამასთან, ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნაგავსაყრელად გადააქცია 113-ე სკოლა.
„არ შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ჩერდებოდეს და ინგრეოდეს ათობით სკოლა. აქედან გამომდინარე ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში, რადგან ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.