Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის, არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა


სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიურინაცმოძრაობისიმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებქართული ოცნებისთავმჯდომარეირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობადადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მას მოღალატედ აცხადებდა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე სწორედ კოლექტიურინაცმოძრაობისიმედით, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს მისი საქმეა. 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, კოლექტიურინაცმოძრაობარა თქმა უნდა, დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე მოღალატედ აცხადებდა, რეზიდენტად. ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზეც კი წახვიდე, შეიძლება იმის აღიარება მოგიწიოს, რომ თავის დროზე, 2018 წელს, სამ მილიონ ამომრჩეველს ატყუებდი. რა გამოდის? თუ კოლექტიურინაცმოძრაობაარ გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერენ, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს ტყუილი უთხრეს, ტყუილი იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი მოღალატე და რეზიდენტი იყო. ხვალ შეიძლება იმის აღიარებაც მოუწიოთ, რომ როდესაც ჩვენ გვეძახიან პრორუსულს, ესეც ცარიელი ტყუილია. იტყუებიან, შემდეგ აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა აგენტი ხარ, სხვა რესურსი არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე შეზღუდულია. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დეპუტატები მობილიზებულები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის. არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან ამ თემაზე მუშაობა. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში საკუთარი სახსრებით ჩავიდა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო და კონსტიტუციური, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული?“- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი 12 სექტემბერს შევიდა.

კონსტიტუციით არის დადგენილი ვადები. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12- ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს. დაველოდოთ 12 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვა“,- აღნიშნა კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...