ანა ბუჩუკური: პრემიერს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდანაა გადასაყენებელი, დასაჭერია
იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად, მისმა პარტიამ უკვე მიმართა პროკურატურას, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ.
ამასთან, ბუჩუკური აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად აუცილებელია, გაფართოვდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ახლო ნათესავების წრე, რომელთაც ვალდებულება ექნებათ, დაადეკლარირონ, დაასაბუთონ საკუთარი ქონება და მისი წარმომავლობა.
„სანამ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ამ ოფიციალურ ვერსიას შემოგვთავაზებდნენ, ვხუმრობდით, რომ ნებისმიერი ვერსია არის ძალიან დამაზიანებელი, კარგი ვერსია უბრალოდ არ არსებობს. თუ სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელდა პრობლემაა, თუ პირადი ხარჯით, ესეც პრობლემაა, რადგან ისმის კითხვა - საიდან ეს თანხა?!"- განაცხადა ბუჩუკურმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.