Jump to content
Planeta.Ge

დანია უკრაინისთვის 830 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს


დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური. 

,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო შემოჭრისგან საკუთარი თავის დაცვა გააგრძელოსაუცილებელია, დანიის მსგავსმა ქვეყნებმა  უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა განაგრძონ." - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...