Jump to content
Planeta.Ge

თეონა აქუბარდია - ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით


ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები - პრემიერთან კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერის ჩარტერულ რეისზე ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, უცნობია, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მშობლებს ამ ოდენობის შემოსავალი მაშინ, როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.

ყველას გვყავს პენსიონერი მშობლები, მათ შორის, მეც და არ მახსენდება რაიმე შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს არათუ ჩარტერული რეისის, არამედ იმხელა შემოწირულობის, რაც პრემიერის მშობლების შემთხვევაში ვნახეთ. რა თქმა უნდა, აქ კითხვები არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვებია.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე არ მინახავს ჯერ დაწერილი ტექსტი, შესაბამისად, ვერ გეტყვით მის სამართლებრივ საფუძვლებზე, მაგრამ ამ მოცემულობაში აბსოლუტურად გასაგებია, რომქართული ოცნებაგასაშვებია არჩევნების გზით და არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან ეს არის კოლექტიური სახე კორუფციის. როცა მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია და ამ რაოდენობით სოციალურად დაუცველები გვყავს, ვხედავთ, რომ პრემიერის პენსიონერ მშობლებს აქვთ საშუალება, საიდან არ ვიცით, რომ ასეთი შემოწირულობებით ფუფუნების შესაძლებლობა მისცენ პრემიერს,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...