Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    171.232

თინა ხიდაშელი უკრაინელებს პასუხს თხოვს, ექსპრეზიდენტის კრიტიკის გამო.


KLINGON

2.375 views

blog-0493642001444488995.jpghttp://vz.ru/news/20.../23/757551.html

 

Министр обороны Грузии Тина Хидашели потребовала,

чтобы киевские власти дали необходимые разъяснения по поводу регулярной критики в адрес

Тбилиси со стороны одесского губернатора Михаила Саакашвили, передает корреспондент газеты ВЗГЛЯД в Грузии.

 

 

 

თინა ხიდაშელი რომ კოლლაბორაციონისტებმა თავდაცვის მინისტრად დანიშნეს ამაზე მხოლოდ ზარმაცს არ ეცინება...

 

არეულია ყველაფერი ივანიშვილის დანიშნულ "მთავრობაში" ვის რა ფუნქცია აქვს ჯერაც გაურკვეველია...

 

ჯანდაბას მაგრამ თინა ხიდაშელმა (რადიო თავისუფლებაზე ინტერვიუს დროს)

 

განაცხადა "მე სერიოზული შეკითხვა(აბა ეჭვი ვის შეპარვია აქამდე თინას სერიოზულობაში) მაქვს უკრაინის

 

პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

 

(თუ დააკვირდით არც ერთი ჩამოთვლილი უწყება ხიდაშელს არ ეხება როგორც თავდაცვის მინისტრს

(მომკალით აღარ შემიძლია ხარხარისაგან თავი შევიკავო))

 

 

მოკლედ თინა ისე გარესპექტაბელურადა რომ .......

 

 

წინათ ....

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრს კი ერთი ეს საქმეღა დარჩენია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსტროს პასუხი მოთხოვოს...

 

წმინდაო კეაცალკოატლე შენ დაგვიფარე.....

 

 

ესენი(ბორისის კლიენტები) წავლენ, წამოვლენ უკრაინას ეტაკებიან ხოლმე(აქოდა სუზერენ-რუსეთს ეამებაო)....

 

 

 

არაო, ვინმე სხვამ გაგვაკრიტიკოს რესპექტაბელურები ვართო...

 

 

 

ესენი ვისაც გინდა ეტაკებიან, მათ შორის ოკუპაციის გამპროტესტებლებსაც,

 

ოღონდ ოკუპანტზე რამე არ ათქმევინო და თუ გნებავთ თვით სატანას შეერკინებიან...

 

 

 

ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ბიძინეს და მისი კლიენტების კეთილი ნებით მხოლოდ რუსეთს გააჩნია

 

საქართველოს ოკუპაციის, კრიტიკის, პირად საქმეებში ჩლიქის, დინგის ჩაყოფის უფლება და სხვა არავის...

 

 

ეხლა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რომ უპასუხოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად შენ ვინ ბიძინას პანორამა ხარო,

 

ახი არ იქნება...

 

ზეკაცის ტუგრიკებს და ტალერებს ვფიცავარ,

 

ამ დედაკაცს თავი სერიოზულად გონია საქართველოს თავდაცვის მინისტრი....

 

 

წერილი სიცარიელეში,

 

სათაურით: როგორ დაგვცინიან ღმერთები...

 

Отвечая на вопрос о шансах экс-президента на возвращение в Грузию в роли политического триумфатора,

Хидашели сказала: «Мертвые не оживают»

 

 

აქაც თინა საშინლად ცრუობს «Мертвые не оживают»

(თავი დავანებოთ რომ ეს მედვედევის გამონათქვამია საქართველოს ესპრეზიდენზე, თუმცა ხიდაშელის და მედვედევის ვის გაუყვია)

 

 

მისმა დამნიშვნელმა ზეკაცმა იმდენი მიცვალებული აღადგინა და პოლიტიკაში დაასაქმა რომ უხერხულია ამ თემაზე საუბარი...

 

მოკლედ ჩვენი თინათინი(ჩვენი რა ბორისის) რუსულ პოლიტიკურ ლექსიკონს ხარბად დაეწაფა და უკვე აითვისა

 

(ცხადია რუსულმა მედიამ ამ დედაკაცის ნათქვამი მაშინვე ააფრიალა).

 

 

რჩება შთაბეჭდილება რომ ხიდაშელიც და მისი წინამორბედიც(ვიღაც მიგდია ჯანელიძე) იმიტომ დაინიშნენ რომ

 

რუსეთსისათვის მაამებელი უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ...

 

 

შეიძლება სხვა ქვეყნებში თავდაცვის მინისტრებს სხვა ფუნქცია აქვთ მაგრამ ზეკაცი ბიძინე-ილიას დანიშნული

 

თავდაცვის მინისტრები უფრო რუსეთისათვის მაამებელ უკრაინის საწინააღმდეგო ყბედობაში იღებენ ხელფასს..

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...