Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    171.232

კომენტარები ფორუმ.გე-ს იუზერ axalirevolucia-ს გახსნილ თემებზე,


KLINGON

2.565 views

blog-0222616001444488216.jpgვინ Klingon

მიმაჩნია რომ არავითარი "ჩვენ" ამ ეტაპზე არ არსებობს...

 

დაწერილია:" სამყარო მხოლოდ უხეში ხუმრობაა, საერთოსი განსაკუთრებულზე".

 

დღევანდელი "ჩვენ"-ც უხეში ხუმრობაა საქართველოზე და ქართველებზე ზოგადად.

 

საქართველოში სამწუხაროდ საზოგადოება არ არსებობს...

 

იდეალში საზოგადოება ინდივიდთა კრებულია რომლებიც შეთანხმებულნი არიან ფუნდამენტალურ საკითხებზე

 

აქვთ შედეგებზე(მიუხედევად შედეგების ავკარგიანობისა) საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

რა თქმა უნდა საქართველოში ცხოვრობენ ინდივიდები, პიროვნებები გენიოსებიც კი მაგრამ არავინ იღებს პასუხისმგებლობას

 

საქმიანობაზე და დასახული მიზნების ბოლომდე მიყვანაზე, რაც თავისთავად

 

მოსახლეობას აყენებს ყმაწვილური ინფანტილიზმის მდგომარეობაში,

 

სადაც დამნაშავე და პასუხისმგებელი ყველაა გარდა საზოგადოებისა რომელიც არ არსებობს რეალურად არსებობს ფორმალურად.

 

შედეგად გვაქვს ფორმალური ხელისუფლება, ფორმალური საზოგადოება და განკითხვის კრავი-ის ვინც ცდილობს რამე შეცვალოს...

 

 

დღეს სახეზეა ქვეყნის დეგრადაციის ყველაზე მძიმე ეტაპი სადაც პოპულიზმი ისეთ ზღვარს აღწევს რომ ამას უკვე

 

სახელი აღარ გააჩნია....

 

არავითარი "ჩვენ" დღეს არ არსებობს საქართველოში.

 

თუ ინდივიდი საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს და საკუთარ ცხოვრებით გამოწვეულ უკმაყოფილების მიზეზს

 

მხოლოდ სხვების დადანაშაულებაში ხედავს, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ამ ინდივიდთა ერთიანობაზე.

 

როგორც ერთმა ბრძანა : "ღმერთო დამიცავი შენი თაყვანისმცემელთაგან და ჩემ თავს როგორმე თვითონ მივხედავ"-ო.

 

მე კი კოსმოსმა დამიფაროს იმ ინდივიდთა ერთიანობაში ყოფნა სადაც პასუხისმგებლობა ქმედებებზე არ არსებობს და დამნაშავე ყოველთვის

 

ვიღაც სხვაა: "რეჟიმი" მასონები, აშშ, ევროპა...

 

ამ ინდივიდთა ფორმალურ საზოგადოებაში "ჩვენად" საკუთარი თავის მოხსენიება ვფიქრობ დამღუპველი ინფანტილიზმის წახალისებაა.

 

 

ისეთი პერსონაჟები რომლებიც დღეს საქართველოს "მთავრობის და საზოგადოების" სახელით საუბრობენ ნაკლებად არიან დამნაშავე,

 

ავადმყოფობას კი არ მოეთხოვება პასუხი,

 

არამედ ავადმყოფობის მატარებელ სხეულის პატრონს

 

(განსაკუთრებით ექიმის არყოფნის დროს).

 

ივანიშვილი და ფორმალური საზოგადოება ძალიან გავს ერთმანეთს:

 

არაფერზე პასუხს არ აგებენ და სხვებს ადანაშაულებენ...

 

თუ ოლიგარქს ამ ილუზიაში სხვების ყოლის ფუფუნების საშუალება გააჩნია,

 

ფორმალურ საზოგადოება არა, მას მოუწევს

 

ამ ყოველივეზე გადასახადის გადახდა ადრე თუ გვიან.

 

 

5 Mar 2015, 11:17

 

Klingon

Sometimes a Cigar Is Just a Cigar

 

"ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა"

 

ზიგმუნდ ფროიდი.

 

 

ორი წელზე მეტია ბორისი და მისი კლიენტები ამტკიცებდნენ რომ შავი თეთრია(დიდი ენერგია დაიხარჯა ამ საქმეში)

 

მაგრამ ................

 

ხანდახან "ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა", სიმართლე კი მხოლოდ სიმართლეა.

 

რამდენიც არ უნდა ამტკიცო საწინააღდეგო, ბუნების კანონებს ვერ შეცვლი...

 

სპარსელები ამბობდნენ რომ "დრო საუკეთესო საზომია საქმეთა"....

 

ვიდრე საკუთარ მაცივარზე არ იგრძნეს უარყოფდნენ რომ ....

 

ბოლოს ლარმა თქვა რომ "ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა"....

 

 

ხალი გვამზე მხოლოდ ხალია, მშიერი კობა მხოლოდ პარასიტია,

 

ბიძინე მხოლოდ აფერისტი სავოკია გინდ დაიჯერე გინდ არა....

 

ლარი ჯიუტია: "ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა"

 

მხოლოდ მაცივარში შეხედვის შემდეგ დაიჯერა ყრზომ რომ "ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა"...

 

 

ზოგიერთს კი დღესაც ფიცი წამს მაგრამ ლარი აკვირვებს...

 

 

არადა ოქტომბრამდე გეუბნებოდნენ: "გატყუებენ გაბრიელ არ დაუჯერო გაბრიელ"-ო

 

 

 

 

 

 

https://forum.ge/?sh...ic=34777636&hl=

 

 

 

დარწმუნებული ვარ რომ არ ყოფილიყო ჟვანიას ისტორია მის ნაცვლად გაჩნდება-შეიქმნებოდა სხვა ისტორია...

 

ეს "ამბავი" სხვა "ამბებთან" ერთად ქართული ყეენობის მხოლ0დ საბაბს წარმოადგენდა და გოგლას პირადი კეთილდღეობის

 

გარდა ემსახურებოდა, მაშინდელი თამაშგარე დარჩენილი ინტერესების ჯგუფებისა და მათი კლიენტების ე.წ. ბრძოლის მოტივაციას.

 

 

უნდა ვაღიაროთ რომ ყველა რუსული პროპაგანდა და ხსენებული ქართული ინტერესების ჯგუფები 2004 წლიდან მუშაობენ

 

არა კრიტიკით რომელიმე მოვლენის შემდეგ არამედ შექმნილი ჭორებით და შემდეგ ამ ჭორების გაუთავებელი ტირაჟირებით.

 

 

დასაწყისში ეს ჭორების ნაწილი სასაცილოდ არავის ყოფნიდა და მათზე რეაქციებიც თითქმის არ იყო....

 

 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ რომლის ნაწილიც ქართული ინტერეს-ჯგუფებიც გახდნენ 2005-2012 წლებში

 

აირჩია პრიმიტიული მაგრამ როგორც აღმოჩნდა მომავალში პერსპექტიული გზა რომელიც თავის დროზე

 

იოსებ გებელსმა ჩამოაყალიბა:

 

1. სიცრუე გამეორებული ათასჯერ ხდება სიმართლე.

 

აქუბარდიას ბუტკიდან დაწყებული შალიკო რამიშვილისა და მაესტროთი გაგრძელებული ყოველი ნაბიჯი

 

საქართველოს რეფორმატორული ხელისუფლებისა იბომბებოდა სიცრუისა და ცილისწამების 24 სათიან რეჟიმში

 

პარალერული ბრალდებებით სიტყვის თავისუფლების ხელყოფისა და "თავისუფალი აზრის" დევნის შესახებ....

 

ფრონტი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მრავალფეროვანი იყო:

 

ხსენებული ინტერეს-ჯგუფების(თოფაძე, ძმები გაჩეჩილაძეები, ქურდული სამყარო, პატარკაციშვილის კლანი....)

 

 

გარდა მუშაობდა მალხაზ გულაშვილის თითქმის ლეგალურად არსებული ფეესბეს ქართული გაზეთი რომელსაც

 

მჭიდრო კავშირი ქონდა კოლლაბორაციონისტ მღვდლებთან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიიდან,

 

კიდევ წითელი ინტელიგენცია რობერთ სტურუათი დაწყებული და Q დოლიძე-ჭანკვეტაძე ......

 

 

დასავლეთში ამ რუსულ-ქართულ-კოლლაბორაციონისტურ ჭორებს თარგმნიდა და ავრცელებდა

 

უსუფაშვილ-ხიდაშელისა დუეტი, სხვა წრეებში ხაინდრავა .....

 

 

ცალკე ჩამოთვლილი პერსონაჟები არავითარ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ იმ მომენტისათვის მაგრამ

 

როგორც მოვლენების განვითარებამ ცხადყო ამ ჯგუფების გაერთიანებული შემოტევას თუ რუსული ფული

 

(რაეალური და ვირტუალური) დაემატება მაშინ საკმაოდ დიდი ზარალის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის...

 

 

იოზეფ გებელსი:

 

2. პროპაგანდა უნდა მოქმედებდეს უფრო გრძნობებზე ვიდრე გონებაზე.

 

 

სწორედ ამ მეორე დოქტრინის რეალიზებამ ზემოთ ხსენებული ადამიანებისა და ჯგუფების მიერ

 

შეუქმნა ათასობით მხარდამჭერი საქართველოს თავისუფლებისა და რეფორმების წინააღმდეგობის ფრონტს.

 

 

 

ყველაზე საინტერესო ფენომენი იმაშია რომ ამ ფრონტს-საქართველოს თავისუფლებისა და რეფორმების წინააღმდეგ

 

დასაწყისში არ ქონია ანალოგი, იგი არც მემარცხენე იყო გამოკვეთილად არც რაიმე მსგავსი,

 

იგი ემოციურ-"მორალური" იყო რომელიც რუსულ-ქართულ-კოლლაბორაციონისტური დემონიზირებული ჭორებით იკვებებოდა...

 

 

იოზეფ გებელსი:

 

"მთავარია დააბრალო მოწინააღმდეგეს რამე და მერე რამდენიც უნდა იმართლოს თავი".

 

(ეს ბოლო ე.წ. ტექსტთან მიახლოებული)

 

https://forum.ge/?f=...=34777636&st=15

 

 

 

რუსული საოკუპაციო(დე ფაქტო მაშინ) ძალებისათვის ე.წ. "სამშვიდობო ძალების" სტატუსის მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი

 

(საკმაოდ დაგვიანებული მთელი მიზეზების გამო რომელიც ევრობიუროკრატიის კისერზე და ცოტა ქართული გაუბედაობაზეც)

 

ნაბიჯი იყო, როგორც დსთ-დან გამოსვლა....

 

 

რაც შეეხება "კრიტიკოსებს"(მძინარე ცხინვალის ოპერის დასიდან) ეს საკმაოდ მხიარული თემაა:

 

 

 

უსუფაშვილ-ივანიშვილ-ხიდაშელი და სხვა ფრიკების " სტრატიღიმით" საქმე შემდეგნაირად უნდა წარმართულიყო:

 

 

ნულის დაბომბვის საათებში საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაერეკა ყველგან(ღამე იყო) დილით უპასუხებდნენ იქიდან

 

 

მართლა ბომბავენო? გადაამოწმეთო....

 

 

როდესაც ხრულოვის არმია როკის გვირაბიდან გამოვიდა უსუფაშვილს უნდა დაერეკა(უკვე შეწუხებულ ხმით)

 

 

ევროპაში და ეთხოვა დამკვირვირვებლები(ბორისიც ასე ამბობს).

 

 

ევროპაში განიხილავდნენ შემდეგ სახსრებს გამოყოფდნენ დამკვირვებელთათვის(სიას რუსებთან შეათანხმებდნენ)

 

ამას რამოდენიმე კვირა დაჭირდებოდა(სულ მცირე) ამასობაში ხრულოვია თუ ჯანდაბა მის ტანკები ისევ როკის გვირაბთან

 

იბუქსავებდნენ(აბა როგორ დაიძვრებოდნენ ბიძინამ და უსუფაშვილმა ხომ ევროპაში დარეკეს და ...)

 

 

ხიდაშელი ვიღაც ჟურნალისტებს დაურეკავდა, ისინი როგორც კი მოიცლიდნენ ჩამოფრინდებოდნენ,

 

მერე დახვედრა, კანაპე, საუბარი,

 

ბოლოს ადგილზე მიყვანა და სიტუაციის ხატოვნად აღწერა(ისე რომ რუსები არ გააღიზიანონ რაც მთავარია ..)

 

ხომ არ დაგავიწყდათ ხრულოვის ტანკები ჯერ კიდევ როკის გვირაბთან დგანან ფეხმოუცვლელად,

 

 

მარატ კულახმეტოვი და ფიზორგი კოკოითი კი ამასობაში

 

ქართულ სოფლებს კი არ ბომბავენ და ჰაუბიცებით აღმა დაღმა კი არ დარბიან,

 

არამედ ხაბიზგინებს მიირთმევენ და დურაკას თამაშობენ თან გზას უყურებენ როდის ჩამოვლენ

 

ჟურნალისტები, ჟორა ხაინდრავა და თინა ხიდაშელიო...

 

 

 

ხრულოვი კი როგორც ავღნიშნე როკის გვირაბთან დაბერდა ამასობაში და დაჟანგებული რუსული ტანკების

 

დაშლა, ჯართში ჩაბარება დაიწყო....

 

 

აი ესაა ქართველი ფრიკების ივანიშვილ-ხიდაშელ-უსუფაშვილ-თოფაძის(სხვებიც არიან) სტრატიღიმა....

 

 

Klingon

 

მე გახლდით იმ აქციაზე და შემიძლია ჩემი დაკვირვება მოგახსენოთ.

 

1. არავითარი საზეიმო განწყობა არ ყოფილა არც ვინეს ეგონა რომ ზეიმზე მოვიდა.

 

2.იქ შევხდი ნაცნობებს რომლებიც არავითარ ღონისძიებებზე არასოდეს არ ყოფილან,

 

მათ განმიცხადეს რომ თავის მოქალაქეობრივ ვალს იხდიდნენ.

 

3. ეს ნაწილობრივ უფრო ბალტიელთა აქციას გავდა როდესაც მათ რუსეთს აჩვენეს ერთსულოვნება თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში.

 

4. ტელევიზიის და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსთა(განსაკუთრებით უგულავას და ბოკერიას) ცოტა გადაჭარბებულმა პათოსმა მიტინგზე

 

საშუალება მიცა სახლში დარჩენილ და ბოღმით გაბერილ მოყეენო ტიპებს, როგორებიც არიან ძიძიგური, შალიკო და სხვა მარგინალები

 

ეს გადაჭარებებული პათოსი, თავის კრეტინულ არგუმენტაციაში გამოეყენებინათ და ეცადათ სასაცილოდ აეგდოთ(თავის და რუსულ მოკლე ჭკუით) მთლიანად საქართველო

 

ოკუპაციის გაპროტესტების მცდელობის გამო.

 

ეს კლასიკური ყეენობის ნიმუშები

 

(როგორც ძიძიგურის, შალიკოს თოფაძის(იქ აქუბარდიას ბუტკაში ბერძენიშვილიც ცვედანური სარკაზმი ომზე)და სხვა ბასტარდების ინტერვიუები)

 

რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოსული უცხოელი პოლიტიკოსთა სახალხოდ გამოსვლების პარალელულად

 

გააშუქა და "გაანეიტრალა".

 

 

საქართველოს გარკვეული ნაწილისათვის ხომ ყეენობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის თავისუფლება,

 

ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი ეს უკვე დიდი ხანია ცნობილი ამბავია

(ამან შვა "მძინარე ცინვალის" ოპერის ევნუხი მომღერალთა მთელი ლეგიონი: თოფაძით დაწყებული ................).

 

არავითარი "დღესასწაული" იმ დღეებში არ ყოფილა უბრალოდ ყველა საკუთარი თავის მნიშვნელობით გაბღენძილი დეგენერატი

 

შეეცადა დაეკნინებინა ქართველთა ერთსულოვნება აქაოდა მე ჭკუას არ მეკითხებიანო და რუსეთისათვის სასარგებლო იდიოტის საქმე გააკეთა

 

ქართველთა მრავალრიცხოვან გამოსვლას ოკუპაციის წინააღმდეგ თავის ქანდარიდან "ბრბოს დღესასწაული" უწოდა.

 

ეხლა თოფაძისაგან, ძიძიგურისაგან აქუბარდიასაგან და სხვა ვეტერანი სოვოკებისაგან სხვა რამეს არც არავინ მოელოდა..

 

 

 

axalirevolucia:

 

Klingon

ჩვენ ახლა გორაკზე ვდგევართ და რიჟრაჟზე დასაწყები ომის ტაქტიკურ სქემას ვადგენთ.

მე გთავაზობ

თევზაობის პრინციპები გამოვიყენოთ.

1.იყუჩე და დააკვირდი

2. მიეცი თევზს ის რაც მას უნდა

3. მოქაჩე ნაზად და მოზომილად, თორე გაგექცევა

 

 

 

Klingon:

ოკ. ოყოს ნება თქვენი.

 

მაგრამ მაინც: "ტყვე სპარტელს მონად ყიდიდნენ. ჩამოიარა სპარსელმა და კითხა რა შეგიძლია ან რა იცი?

 

მე შემიძლია ვიყო თავისუფალი უპასუხა სპარტელმა.....

 

 

ერთ კაცს ათენში მოქალაქეობა ჩამოართვეს აქაოდა ხელობა არა გაქვსო(არც ვაჭარი იყო და არც მექოთნე)

 

სპარტელებმა ეს რომ გაიგეს ძალიან გაუკვირდათ: ადამიანი თავისუფლების გამო დასაჯესო...

 

 

მეთევზე და ქრისტიანი აღარ ვარ, არც პოეზიით და ქარაგმებით გამარჯვების მჯერა, როგორც ერთი ქართველი ამბობდა

 

მოვიდა უხეში პროზის დრო....

 

ერი მზად არ არი ამას ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ გავიზიარებ....

 

ადამიანებს მაგალითები ჭირდებათ გასამხნევებლად თორემ დუქანში ფაშვგადმოგდებულებს, მეტროსექსუალებს ანგარიშებით და ცოლდედების

 

კალთებს ამოფარებულ დედლებს ვერეფერი გაავაჟკაცებს როცა დრო მოვა....

 

მე გამნაღმელი და სნაიპერი არ გახლავართ მე მიყვარს მტერთან Mano a Mano.

 

როგორც პერსი შელი, ლორდ ბაირონის მიმართ,

 

ისე მე თქვენდამი ღრმა პატივისცემით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...