Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    171.233

ჯინგოიზმი


KLINGON

2.737 views

blog-0002497001444489120.jpgურა-პატრიტიზმი ანუ ჯინგოიზმი ტრადიციულად იმპერიულ ქვეყნებს ახასიათებს

 

ამიტომ რუსეთუმეების უხერხემლო მცდელობები ქართველ პატრიოტებს ეს სენი დააბრალონ არ გამოვა

 

(საქართველო არავის არ იპყრობს და არ ყავს კოლონიები),

 

არ გამოვა ზოგადად ჭეშმარიტებასთან მიმართებაში თორემ აქუბარდიას ბუტკაში, მოყეენო სუბიექტების მიტინგებზე,

 

თვითმედილეგე ოლიგარქის და მისი თანამხარჯველი დანიშნული გონების ტიპების "საზოგადოებაში" ყველაფერი შეიძლება...

 

 

კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ავადმყოფობები რომლების მოხდაც ადამიანებს

 

მოუწიათ, იყო ეპიდემიები(ე.წ. ესპანკა ქოლერა...) და ჩვეულებრივი ავადმყოფობებიც:

 

ინფექციური და სხვა. ნაწილი თვითონ გაქრა ჰიგიენისა და კულტურის ამაღლებასთან

 

ერთად ნაწილი ადამიანის ინტელექტმა დაამარცხა.

 

ბევრს აღარც ახსოვს ავადმყოფობები რომლებიც მასობრივად ანადგურებდა კაცობრიობას...

 

 

პოლიტიკაშიც იყო უამრავი ნეგატიური მიმდინარეობები რომლებიც განვითარების

 

ზრდასთან ერთად დავიწყებას მიეცა.....

 

დღეს აშკარად სახეზეა ერთერთი ნეგატიური პოლიტიკური მოძრაობის ჯინგოიზმის

 

რეამინაცია .....

 

ჯინგოიზმი((jingoism-ინგ) ინგლისური ტერმინია და ზოგადად ახასიათებდა

 

წარსულში ინგლისული კოლონიალური შოვინიზმის თვისებებს. ჯინგოიზმი არ არი შოვინიზმი

 

ტრადიციული გაგებით, ეს უფრო გლობალური და სახიფათო მოვლენა:

 

ჯინგოიზმი გულისხმობდა არა მხოლოდ კოლონისტი სახელმწიფოს

 

და იქ მაცხოვრებელი ერის აპოლოგიას არამედ კოლონიებში მცხოვრები ერების დისკრიმინაციის

 

გამართლებას, ამ ერების ერთმანეთზე წაქეზებას(კონფლიქტის მხარეების დახმარებას),

 

ნებისმიერ საომარ კონფლიქტში საკუთარი ერის უმაღლესობის პრინციპით გამართლება

 

ყველაზე უკიდურესი და რადიკალური შოვინიზმის ფორმებით.

 

 

კერძოდ ტერმინი ჯინგოიზმი მომდინარეობს by Jingo(ღმერთს ვფიცავ) იმ დროის ინგლისში

 

მოდური სიმღერიდან რომელსაც გილბერტ მაკდერმოტომი ასრულებდა:

 

"We don’t want to fight but by Jingo if we do

We’ve got the ships, we’ve got the men, we’ve got the money too

We’ve fought the Bear before, and while we’re Britons true

The Russians shall not have Constantinople."

 

ხოლო პოლიტიკაში ეს ტერმინი იმ დროის პოლიტ-რადიკალმა ჯორჯ ჰოლიოკმა შემოიღო.

 

 

ჯინგოიზმი შემდგომში გავრცელდა და დაიხვეწა. თავისი ქვეყნის ჯინგოისტებად

 

თავს უამრავი უმსხვილესი პოლიტიკოსი თვლიდა ინგლისში და აშშ-ი მეცხრამეტე

 

და მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე( თ. რუზველტი უკანასკნელი ჯინგოისტი იყო).

 

 

 

ეს მივიწყებული პოლიტიკის ფორმა დღეს მთლიანად ახასიათებს რუსეთის ველიკოძერჟავულ

 

შოვინიზმსა და მის საქმიანობას.

 

 

უკრაინის მოვლენების შემდეგ რომელშიც რუსეთმა ჯინგოიზმის ყველა ფორმა გამოავლინა

 

(მანამდე საქართველოში მაგრამ მაშინ რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ ადგილობრივი

 

კოლლაბორაციონისტებთან ერთად შეძლო თავის ჯინგოიზმის მიჩქმალვა) აღარ დარჩა კითხვები

 

 

რა ქვეყანაა რუსეთი, უფრო სწორედ რა პოლიტიკის შემოქმედი ქვეყანაა.

 

 

რუსეთი დღეს კოლონიალური შოვინიზმისა და უკიდურესი კოლონიალური ნაციონალიზმის

 

პოლიტიკის მაწარმოებელი ქვეყანაა.

 

პუტინის რუსეთი ჯინგოიზმის კლასიკური ნიმუში გახდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...