Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.073

დიდ დიღმური ჩანაწერი.ჩემი პატარა გასეირნება


lasha_alo

5.832 views

ამ უბანთან 25 წელი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ბოლო 13 წელია აქ ვცხოვრობ. :nekro:

 

აქაურები ხშირად ვამბობთ „ქალაქში მივდივარ“,ერთგვარ გარეუბნად აღიქმება, თუმცა ამავდროულად ნებისმიერი ნოვაცია პირველად ჩვენთან იტესტება,კომპაქტური უბანია და ნებისმიერი მუნიციპალური თუ კომერციული ექსპერიმენტების დასაწყისისათვის საუკეთესო ადგილი.

 

დიდი დიღომი 4 მიკრორაიონისაგან შედგება . უბანში 4 ძირითადი პარალელური ქუჩაა:მირიან მეფის ქუჩა(სახელი ახლახანს დაერქვა), გიორგი ბრწყინვალის ქუჩა (პირველი მიკრორაიონი),პეტრიწის ქუჩა ( ბრწყინვალეს მეზობლად მდებარე ქუჩის მხარე მიეკუთვნება პირველ მიკრორაიონს, კენტი ნომრები მეორე მ/რ-ს), დემეტრე თავდადებულის ქუჩა(მეორე მ/რ). ფარნავაზისა და პეტრე იბერიელის ქუჩები სხვადასხვა მხრიდან "ჭრიან" უბანს

2012-06-16_220602.jpg

 

უბნის რეალურ დასაწყისად ეს გაჩერება შეიძლება მივიჩნიოთ.რეგიონალური რეისების დროს ავტობუსი აქ ყოვნდება და დაღლილი მგზავრი ტაქსისტების ალყაში აუცილებლად მოექცევა.

SAM_1879.JPG

 

პირველი მიკრორაიონში შესვლისთანავე აქაურობის სავიზიტო ბარათი "გუდვილი" დაგხვდებათ. მაღაზია უნივერსალურია, ნელნელა მაშტაბები გაზარდეს და მუდმივი კლიენტურა არ აკლიათ. მართალია პროდუქციის გადაღება სასტიკად აკრძალულია. ცოტა ხანი პაპარაცობა მომიწია. :grr:

მანქანების გაჩერება.

SAM_1888.JPG

საყიდლებზე ოჯახითაც მიდიან

SAM_1889.JPG

პავილიონების მრავალფეროვნება

SAM_1890.JPG

პოსტსოვეტური კონტრასტი: ზდაროვიე, ცხელი შოკოლადი, ბომონდი,ფორბსი

SAM_1898.JPG

გუდვილის გადაღმა ბრწყინვალეს ქუჩაა. კვლავ ქართული კონტრასტი: ეკლესია,რესტორანი, ახალი კორპუსი და გაფუჭებული აბრა.

SAM_1899.JPG

სტადიონები კი გააკეთეს,მაგრამ ასეთ დაზიანებულ ადგილებს იქნებ მერიამ უშველოს. საშინელი სურათი დამხვდა. მოედანზე შესული ბავშვები და კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნური მინდორი

SAM_1907.JPG

მშენებარე კორპუსი

SAM_1913.JPG

და მორიგი პერესტროიკის დროოინდელი "არაშენდა"

SAM_1911.JPG

კლასიკური ბრწყინვალისეული ხედი

SAM_1920.JPG

ეს კი ბრწყინვალის "ეპოქის" დასასრული დელუქსის შესრულებით

SAM_1923.JPG

იქით მესამე მიკრორაიონია . გზის მხარე . როგორ იწოდება,ვერ გეტყვით, ოფისების,სერვისების , კერძო სახლების დეფიციტი არაა. შუაში უზარმაზარი მინდორია .რამდენიმე ბილიკიცაა ,სადაც ქარში ჩასვლა ნამდვილად არ გავბედე.

SAM_1928.JPG

გზის ბოლოში სპორტული კომპლექსია.არ დამცინოთ,მისი არსებობაც აქამდე არც გამიგია :|

SAM_1929.JPG

ქვევით სტადიონია.

SAM_1938.JPG

ქუჩის მეორე მხარე , მესამე მ/რ გასწვრივ.თავდამსხმელის პოზიციიდან გადავიღე

SAM_1947.JPG

ეს კი მესამე მ/რ-ის ცენტრია

SAM_1953.JPG

პსპ აფთიაქი

SAM_1955.JPG

80ნი წლების არქიტექტურა

SAM_1957.JPG

სტადიონი მესამე მიკრორაიონში

SAM_1958.JPG

მშენებარე ეკლესია სკვერში.

SAM_1961.JPG

სკოლა

SAM_1968.JPG

გზად "მეოთხისაკენ" ამ ხევს მოსახლეობა სანაგვედ იყენებს.ჰმ....

SAM_1977.JPG

აქაური ეკლესია

SAM_1982.JPG

"მეოთხე მიკრო"

SAM_1984.JPG

გუდვილი არაა,მაგრამ

SAM_1986.JPG

ნაციონალების სასადილო უპოვართათვის

SAM_1987.JPG

ერთადერთი ცოტა ნათელი ფერები ამ რუხ ადგილას

SAM_1992.JPG

კი ქვია,მაგრამ ხალხურ სიტყვიერებაში მეოთხე მიკრორაიონადაა ცნობილი

SAM_1997.JPG

ეს უკვე თავდადებულის ქუჩაა

SAM_2001.JPG

მეორე მიკრორაიონი = თავდადებულის ქუჩა + პეტრიწის ქუჩის ლუწი რიცხვები.მეოთხე მიკროდან ჩამოსული აქ ქალაქში ხვდები.

SAM_2002.JPG

ბაზრობა პეტრიწზე

SAM_2004.JPG

პეტრიწის ქუჩა, ლიბერთი ბანკი

SAM_2033.JPG

პროკრედიტ ბანკი

SAM_2040.JPG

ეს კი საქართველოს ბანკია, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა.

SAM_2041.JPG

ტელევიზიის კორპუსის წინ

SAM_2044.JPG

 

აქ დამთავრდა ჩემი გასეირნება, რომელიც კარგი ვარჯიში გამოვიდა. ურიგო არ ყოფილა პაპარაცობა. საკმაოდ ვიარე და ვარჯიშში ჩამეთვალა. = ერთგვარი "აზარტი" აშკარად ქონია. საკუთარ უბანშიც კი ბევრი ახალი ადგილი ვიპოვე. ყველა საიინტერესო ადგილებიც ვერ გადავიღე. ეს შემდეგისთვის გადავდოთ.

ჩანაწერის შემდეგ კი ჩემი ეზო. :v: ...სტადიონი

SAM_1866.JPG

მაღაზია "გუგლი"

SAM_1874.JPG

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...