Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    171.233

ამერიკული ოცნება და ქართული ოცნება(ნაცარქექია)


KLINGON

3.564 views

blog-0173648001444488592.jpghttp://www.iset.ge/blog/?p=2320

 

ამერიკული ოცნება ქართული ოცნების პირისპირ

 

 

 

ნინო დოღონაძე

 

 

12 ივლ 2013

 

 

როდესაც პირველად დავიწყე კითხვა ჩემი შვილისთვის, ქართული ზღაპრების კრებულის შეძენა გადავწყვიტე.

თუმცა მათი კითხვისას შევნიშნე, რომ ბევრი რამ იყო მათში ისეთი, რასაც არ ვეთანხმებოდი.

უამრავი რამის გადაკეთება მიწევდა. შევამჩნიე, რომ ჩვენს ზღაპრებში ღარიბები ყოველთვის

კარგ გმირებს განასახიერებენ და მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამდიდრდებიან

(ვინმეს გაქურდვით; გაცურებით თუ „ბოროტი დევის“, არც მეტი არც ნაკლები, მოკვლით),

სოციალური სამართლიანობა აღსრულებულად ითვლება და ზღაპარიც მთავრდება ცნობილი ფრაზით „ჭირი იქა, ლხინი აქა“.

ყოველთვის მაინტერესებდა, რა უნდა ასწავლოს ჩვენს ბავშვებს ზარმაცმა ნაცარქექიამ.

ზღაპრის გმირმა, რომელიც მისი სიზარმაცის გათვალისწინებით

ალბათ დევის სიმდიდრის მითვისების შემდეგაც ნაცრის ქექვას განაგრძობდა.

რატომ უნდა იყოს ზარმაცი ბიჭი ეროვნული ზღაპრების ყველაზე ცნობილი გმირი?

..................................................................

 

გადანაწილების მხარდაჭერის საკითხში საქართველო ევროპულ ქვეყნებს უფრო ჰგავს,

ვიდრე აშშ-ს. იქნებ ქართულმა ზღაპრებმა იმოქმედა ჩვენს ქვეცნობიერზე ისე,

რომ ყველაფერს ღარიბების გადმოსახედიდან ვაფასებთ და საკუთარ თავსაც ღარიბებად აღვიქვამთ.

ჩვენთან ხომ სიღარიბე ინდივიდის უნიათობის შედეგად კი არა სისტემურ ჩავარდნადაა მიჩნეული.

აშშ-ში კი სიღარიბე ადამიანის უნიათობის შედეგია, რადგან ვინც ბეჯითია,

წარმატებასაც აღწევს. საქართველოში მეზობლები ერთმანეთს საკუთარ სიღარიბეს შესჩივიან,

აშშ-ში კი მეზობლები ერთმანეთს სიმდიდრეში ეჯიბრებიან.

საქართველოში შენ ხარ წარუმატებული, ი

მიტომ რომ საკუთარი ტალანტის გამოვლენის საშუალება არ მოგეცა, რაშიც შენ დამნაშავე არ ხარ, მთავრობა კი პასუხისმგებელია იზრუნოს შენზე.

აი, რა განასხვავებს ქართულ ოცნებას ამერიკული ოცნებისაგან!

 

 

ეს სტატია 2013 წლის ზაფხულში დაიწერა რისთვისაც უღრმესი მადლობა მის ავტორს.

 

ნაცარქექიას ფენომენის თემა არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი სხვადასხვა კუთხით....

 

 

 

შევეცადოთ ჩვენც რამოდენიმე დაკვირვება გამოვთქვათ ამ საკითხის მიმართ...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...