Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.388

მარგველაშვილის კანდიდატთა სია კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი და მომქმედი თანამშრომლებით დაკომპლექტდა


PLANETA_INFO

7.314 views

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები შეარჩია.

წყაროს ცნობით, კანდიდატთა სიაში მოხვდნენ გიორგი ფრუიძე, სიმონ ნოზაძე და აკაკი სიხარულიძე, რომელსაც ამ კომისიაში მუშაობის ვადა ახლა ამოეწურა.

სიაში ასევე მოხვდა ამ კომისიის რამდენიმე მოქმედი თანამშრომელი.

როგორც ჩანს, აქცენტი ამჯერადაც კეთდება ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულ გუნდზე და არა ახალ კომპეტენტურ კანდიდატებზე.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს

 

საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან

 

ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...