Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.430

საგარეო და იუსტიციის სამინისტროების დაუდევრობა - უცხოელებში დაბნეულობის და უკმაყოფილების ზრდის მიზეზი


PLANETA_INFO

7.649 views

საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ამბობენ, პრეტენზიებმა და საყვედურებმა იმატა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

უცხოეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლა-ბინადრობის საკითხებზე დაწესებული ახალი საკანონმდებლო შეზღუდვები პრობლემებს უქმნის საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებს. ჩამომსვლელ და აქ მცხოვრებ უცხოელთა დიდი ნაწილის აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ან კომუნიკაცია არ არსებობს ამ საკითხზე, ანდა სამინისტროებშიც უჭირთ ახალი კანონის გაგება. ნებისმიერ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები ექმნებათ საქართველოში წლების განმავლობაში მოღვაწე ბიზნესმენებსა და მეწარმეებს. ბევრ მათგანს არ უგრძელებენ ბინადრობის მოწმობას მიზეზის დასახელების გარეშე. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს მედიკამენტებზე ჩხრეკენ და აჯარიმებენ რეცეპტის არქონის გამო. წარმოიდგინეთ, რამხელა სასიცოცხლო პრობლემა ექმნება (შთაბეჭდილებას და განწყობას რომ თავი დავანებოთ.) 2 კვირით საქართველოში ჩამოსულ უცხოელს, რომელსაც არავინ აცნობა ახალი შეზღუდვების შესახებ და რომელსაც დღეში 3ჯერ სჭირდება მისთვის საჭირო აბი, რომელიც ყოველთვის თან აქვს. ქართველი მესაზღვრეები კი პრეპარატს ართმევენ და აჯარიმებენ.

საგარეო სამინისტროს სანდო წყაროს ცნობით, მსგავსი პრობლემა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეს უკვე შეექმნა. აღშფოთებულმა ელჩებმა ამას წინათ ვიცე პრემიერ, ეკონომიკის მინისტრთან დემარშის დროს ხაზგასმით აღნიშნეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო ამგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებით. ისიც ითქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა არ იყო საქართველოში ვიზებისა და ბინადრობის გამკაცრება. საკითხი ეხება მიგრაციის მოწესრიგებას, რაც, როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგეს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ელჩებთან შეხვერისას მინისტრმა კვირიკაშვილმა ამ დრკონული კანონების შემსუბუქების პირობა დადო. პირობის შეუსრულებლობა კი მექანიკურად ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეზღუდვას, ინვესტორთა გადინებას, იმიჯის შელახვას და ეს ყველაფერი მხოლოდ დაუდევარი მინისტრების მიზეზით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...