Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.279

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე) 11


ანთროპოსის ძის განდიდება

23. იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ანთროპოსის ძე.

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

25. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

26. ახლა შფოთავს ჩემი სამშვინველი და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს.

27. მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.

28. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო.

29. მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.

30. ახლაა ამ სამყაროს სამსჯავრო. ამ სამყაროს მთავარი (არქონტი) ახლა გარეთ გაიდევნება.

31. და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ“. ***

32. ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს.

33. მიუგო მას ხალხმა: „ჩვენი რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ანთროპოსის ძე უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ანთროპოსის ძე?“

34. უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.

35. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა“. ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.

მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ

36. თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.

37. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.

38. იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,

39. და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.

40. მე ნათელი მოვედი კოსმიურ სამყაროში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.

41. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან კოსმიური სამყაროს განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ კოსმიური სამყაროს სახსნელად.

42. ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

43. რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.

44. და მე ვიცი, რომ მისი მცნება ეონის სასიცოცხლო ენერგიაა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“.

 

თავი 13

ფერხთბანა

1. პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ კოსმიური სამყაროდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ კოსმიურ სამყაროში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.

2. იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,

4. წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.

5. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.

6. მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“

7. მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ“.

8. ეუბნება მას პეტრე: „ეონამდე არ დამბან ფეხს“. მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი“.

9. ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც“.

10. ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა“.

11. რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.

12. ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?

13. თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.

14. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.

15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.

16. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.

17. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

18. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.

19. ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.

20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს“.

 

იესოს წინასწარუწყება გაცემაზე

21. ამის თქმის შემდეგ იესომ თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე“.

22. გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.

23. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.

24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.

25. გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“

26. მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ“. ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.

27. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე“.

28. მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.

29. ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.

30. ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.

 

ახალი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“

31. როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ანთროპოსის ძე და ღმერთი (ანთროპოსი) განდიდდა მასში.

32. რაკი ღმერთი (ანთროპოსი) განდიდდა მასში, ღმერთიც (ანთროპოსი) განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.

33. შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთმეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.

34. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

35. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.

36. ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები“.

37. ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სამშვინველს (ფსიხეია) დავდებ შენთვის“.

38. მიუგო იესომ: „სამშვინველს (ფსიხეია) დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.

 

თავი 14

მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე

1. „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

2. ჩემი მამის სახლში (სუპერკოსმოსში) ბევრი სავანეა (განზომილებაა).
ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. ***

3. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

4. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.

5. ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“

6. ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.

7. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი“.

8. ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.

9. ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?

10. არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.

11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.

12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.

14. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.

 

აღთქმა სულიწმიდის მოვლინებისა

15. „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

16. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს მთელი ეონი,

17. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სამყაროს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

18. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

19. კიდევ ცოტაც, და კოსმიური სამყარო ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

20. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.

21. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“.

22. ეუბნება მას იუდა, ისკარიოტელი კი არა: „უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.

24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.

25. ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას,

26. ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.

27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. კოსმიური სამყარო რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

28. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.

29. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.

30. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სამყაროს მთავარი (არქონტი) მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.

31. მაგრამ, რათა გაიგოს კოსმიურმა სამყარომ, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.

 

თავი 15

ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

1. „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.

2. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

3. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.

4. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.

5. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

6. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.

7. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

8. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.

 

დარჩით ჩემს სიყვარულში

9. „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

10. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.

11. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.

12. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

13. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.

14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.

15. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ.

16. თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.

 

თქვენც დაგიწყებენ დევნას

18. „თუ თქვენ კოსმიური სამყაროს მთავარს (არქონტს) სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.

19. თქვენ რომ კოსმიური სამყაროსანი ყოფილიყავით, კოსმიურ სამყაროს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ კოსმიური სამყაროსანი, არამედ მე გამოგარჩიეთ კოსმიური სამყაროდან, ამიტომ სძულხართ კოსმიური სამყაროს მთავარს.

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

21. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.

22. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის.

23. ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს.

24. მე რომ არ გამეკეთებინა მათ შორის საქმეები, რაომელნიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.

25. როცა მოვა ნუგეშისმცემელი (პარაკლეტ), რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან (პატროს) - ჭეშმარიტების სული (პნევმა ალატეიოს), რომელიც მამისგან (პატროს) გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

26. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ.

 

თავი 16

ნუგეშისმცემლის მოვლინების დაპირება

1. „ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ.

2. სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.

3. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე. ***

4. მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი.

5. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: საით მიდიხარ შენ?

6. მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით.

7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე,
რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი (პარაკლეტი) ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. ***

8. და როცა ის მოვა, ამხილებს კოსმიური სამყაროს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო,

9. ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს,

10. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ,

11. განკითხვის გამო, რომ ამ კოსმიური სამყაროს მთავარი (არქონტი) განკითხულია.

12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.

13. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა (პნევმა ალატეიოს), შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ***

14. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.

15. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

 

მე მამასთან მივდივარ

16. „ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ“.

17. ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“

18. ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.

19. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?

20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, კოსმიური სამყარო კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.

21. ქალი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა კოსმიურ სამყაროში.

22. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.

 

ითხოვეთ ჩემი სახელით

23. „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.

24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

25. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.

26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.

27. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთაებისგან გამოვედი.

28. მამისგან გამოვედი და კოსმიურ სამყაროში მოვედი. კვლავ ვტოვებ კოსმიურ სამყაროს და მივდივარ მამასთან“.

29. უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.

30. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთაებისგან გამოხვედი“.

 

გამაგრდით, მე ვძლიე კოსმიურ სამყარო

31. მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ?

32. აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო,
ვინაიდან მამაა ჩემთან. **

3
3. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. კოსმიურ სამყაროში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე კოსმიური სამყაროს არქონტს“. *

 

თავი 17

ლოცვა მოწაფეთათვის

1. ეს ილაპარაკა იესომ და ცას (სუპერკოსმოსს) მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.

2. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, მაცოცხლებელი ღვთიური ენერგია.

3. ესაა ცხოველმყოფელი ღვთაებრივი სასიცოცხლო ძალა, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს (ტეოს ალატეიოს), და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს (გასხივოსნებულ მკურნალს).

4. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.

5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან
კოსმიური სამყაროს ფორმირებამდე.
***

6. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სამყაროსგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი,
შენი სიტყვა (ლოგოსი) დაიცვეს მათ. ***

7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.

8. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

9. მათთვის გევედრები: სამყაროსთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.

10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.

11. მე აღარა ვარ კოსმიურ სამყაროში, მაგრამ ისინი არიან კოსმიურ სამყაროში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.

12. როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.

13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას კოსმიურ სამყაროში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.

14. მე მათ მივეცი შენი სიტყვა და კოსმიურმა სამყარომ შეიძულა ისინი, რადგან არ ეკუთვნიან ამ კოსმიურ სამყაროს, როგორც მე არა ვარ ამ კოსმიური სამყაროსი.

15. არ გევედრები, რომ კოსმიური სამყაროდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტი ძალისგან.

16. ისინი ამ კოსმიურ სამყაროს არ ეკუთვნიან, როგორც მე არ ვეკუთვნი ამ კოსმიურ სამყაროს.

17. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

18. როგორც შენ მომავლინე კოსმიურ სამყაროში, მეც ასევე მივავლინე ისინი კოსმიურ სამყაროში.

19. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში
(ალატეია)
.

 

ლოცვა ყველასათვის

20. „მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.

21. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს კოსმიურმა სამყარომ, რომ შენ მომავლინე. *

22. და დიდება (ღვთაებრივი ენერგია), რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა
ერთი
იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ
ერთნი. *

23. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ
ერთში
და რათა იცოდეს კოსმიურმა სამყარომ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. *

24. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება (სულიერი ენერგია), რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე კოსმიური სამყაროს ფორმირებამდე. *

25. მამაო მართალო, კოსმიურმა სამყარომ არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე. *

26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო“. *

 

თავი 18

იესო გაცემულია

1. ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები.

2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.

3. იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით.

4. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“

5. მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს“. ეუბნება მათ: „მე ვარ“. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.

6. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ.

7. კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს“.

8. მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ“.

 

პეტრემ მახვილი იშიშვლა

9. სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა.

10. უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“

11. მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს

12. და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.

13. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

14. იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა.

15. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა.

16. ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ“.

17. იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.

 

იესო მღვდელმთავრების წინაშე

18. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე.

19. მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ველაპარაკებოდი კოსმიურ სამყაროს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.

20. მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი“.

21. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“

22. მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად - რადა მცემ?“

23. ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.

 

უარყოფა პეტრესგან

24. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ“.

25. მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“

26. პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.

 

პილატეს სამსჯავროზე

27. კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

28. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“

29. მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით“.

30. უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ“. უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“.

31. რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

32. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“

33. მიუგო იესომ: „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“

34. მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“

35. მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ სამყაროსი. ჩემი მეფობა რომ ამ სამყაროსი ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის“.

36. უთხრა მას პილატემ: „მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი კოსმიურ სამყაროში, რომ ჭეშმარიტება (ალატეია) დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა (ალატეია), ისმენს ჩემს ხმას“.

37. ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება (ალატეია)?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.

38. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“

39. კვლავ აყვირ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...