Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.275

რესტავრირებული სახარებები (ევანგელე)


blog-0278999001403108904.jpg სახარებები

 

(ევანგელე)

 

რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია

 

რედაქტირებულია გნოსტიკური, ბოგომილური, მანიქევლური, თეოსოფიური და ანთროპოსოფიური ნაშრომების მიხედვით

 

რედაქტირებულია თეოსოფი და ეზოთერიკი – ღვთისავარ ჩაბრავას მიერ

 

 

 

კორექტირება ძირითადად განხორციელებულია, გნოსტიკოსების მარკიონის, ვალეტინეს, სიმონ მოგვის, სატორნინეს, კარპოკრატეს, ბასილიდეს, ჰერაკლიონის, ნეოპლატონიკოსი პროკლუსის და პლოტინუსის, თეოსოფების ბლავატსკაიას, ოლკოტის, ბეზანტის, ბეილის და ტოლსტოის, ანთროპოსოფების შტაინერის, ბელის, ჩეხოვის და სვასიანის, მანიქეველი თეოლოგების მარ მანი ხაის და ადიამანტ მასწავლებლის, აგრეთვე კაბალისტების რეიხლინის, ისააკ მეიერის და მაკ გრეგორ მატერსის სასულიერო მეცნიერულ ნაშრომთა მიხედვით

 

მართლმადიდებელ გადამწერ–მთარგმნელ დოგმატიკოს პროფანატორთა მიერ პროფანირებული, დეფექტურად გადაწერილი და სისტემური ხარვეზებით რედაქტირებული სახარებათა ტექსტები ქართულად თარგმნა ზურაბ კიკნაძემ

 

პროლოგი

 

"მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტია­ნები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან" -

მაჰათმა განდი

 

მათეს სახარება

 

თავი 1

იესოს წარმოშობა

1. წიგნი წარმოშობისა იესო სოლომონისეულისა: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.

2. აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;

3. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;

4. რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;

5. სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.

6. იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.

7. სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.

8. ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;

9. ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;

10. ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;

11. იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;

12. ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;

13. ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;

14. ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;

15. ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;

16. იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

17. ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან სოლომონისეულ იესომდე თოთხმეტი თაობა.

 

იესოს შობა

18. ხოლო იესო სოლომონისეულის შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, მამაღმერთისაგან (ღვთაებრივი გონისაგან) დაორსულებული აღმოჩნდა;

19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, კეთილი კაცი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.

20. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული მამაღმერთისაგან (ღვთაებრივი გონისაგან) არის.

21. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.

22. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.

23. და არ დაუმყარებია მასთან სქესობრივი კონტაქტი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო (თარგმანით: მკურნალი).

 

თავი 2

მოგვები აღმოსავლეთიდან

1. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მაზდეანი მოგვები სპარსეთიდან, რომელთაც ქონდათ წინასწარმეტყველება იუდეის ბეთლემში ახალი მხსნელის (საოშინტის) დაბადების შესახებ და თქვეს:

2. „სად არის იუდეველი მეუფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.

3. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე (გასხივოსნებული, იგივე ბუდა).

5. მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში“.

6. მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მაზდეანი მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.

7. წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“.

8. მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.

9. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.

10. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

11. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდეს თან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

12. როცა ისინი წავიდნენ, ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“.

 

ეგვიპტეში გაქცევა

13. ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.

 

ყრმათა ამოჟლეტა

14. ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.

 

ეგვიპტიდან დაბრუნება

15. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი

16. და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“.

17. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

18. ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,

19. მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში.

 

თავი 3

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

1. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში.

2. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“.

3. თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი.

4. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები.

5. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

6. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით?

7. მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი

8. და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.

9. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.

10. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.

11. მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით“. ***

 

ნათლისღება

12. მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.

13. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“

14. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება“. მაშინ მიუშვა იგი.

15. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ განზომილებები (ცანი) და მან იხილა ღვთის სამშვინველი, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

16. ხმა იყო სუპერკოსმოსიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

 

თავი 4

იესოს გამოცდა

1. მაშინ მასში ჩასახლებულმა ქრისტეს სამშვინველმა (ფსიხეია) წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.

2. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.

3. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“.

4. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „განვედ, სატანავ!“’

5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.

6. უთხრა მას: „თუ სამყაროული ღვთაების ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“.

7. უთხრა მას: „განვედ, სატანავ!“.

8. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო და მათი დიდება.

9. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“.

10. მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ!“.

11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.

12. გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას.

13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში,

14. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“.

 

სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება

15. როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

16. უთხრა მათ: „გამომყევით მე“.

17. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

18. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ.

19. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.

 

ქადაგება და კურნება გალილეაში

20. და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის (ღვთაებრივი ყოფიერების, პლერომას) სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში.

21. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.

22. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან.

 

თავი 5

ქადაგება მთაზე

1. დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.

2. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

6. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერმწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

8. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს (ანთროპოსი) იხილავენ.

9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.

10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება).

11. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.

12. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური სუპერკოსმოსში.

თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი

13. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.

14. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

15. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.

16. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არა აღსასრულებლად, არამედ დასარღვევად

17. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა აღსასრულებლად მოვედი. აღსასრულებლად კი არა, გასაუქმებლად მოვედი.***

20. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

 

მრისხანებაზე და მკვლელობაზე

21. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: „არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება“.

22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

23. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,

24. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.

25. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი. ***

 

თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც

38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“.

39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

40. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.

41. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.

42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

 

შეიყვარეთ თქვენი მტრები

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“.

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

46. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?

48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

 

თავი 6

სწავლება მოწყალებისათვის

1. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.

2. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

3. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.

4. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.

 

ლოცვისათვის

5. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

7. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.

8. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.

 

მამაო ჩვენო

9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ განზომილებათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.

10. მოვიდეს მარადიული ყოფიერება შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა განზომილებათა შინა, ეგრეცა კოსმოსსა ზედა.

11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.

12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ არქონტისაგან. რადგან შენია მარადიული ყოფიერება და ენერგიები და დიდება ღვთაებრივ ეონთა მიმართ. ამონ (იგივე ომნი, აუმკარა, ომკარა, თარგმანით; ყველა და ყველაფერი, წარსული, აწმყო და მომავალი, ემანაცია, ევოლუცია და ანიჰილაცია).

14. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

15. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. ***

 

მარხვისათვის

16. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,

18. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. *

19. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

21. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

 

თვალი სანთელია

22. სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.

23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?

 

ორი ბატონის სამსახური

24. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც (ანთროპოსი)ემსახუროთ და მამონასაც.

25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?

26. შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?

27. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?

28. სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.

29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

31. ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?

32. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

33. თქვენ კი უწინარეს ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.

 

 

თავი 7

წველი და დირე

1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.

2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.

3. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.

6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.***

 

ეძებეთ და იპოვით

7. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.

8. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.

9. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?

10. ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს?

11. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

12. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.

როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისაკენ

13. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე.

14. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

 

ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა

15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?

17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.

18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება.

19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.

20. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

 

არა ყველა, რომელიც მეუბნება: „უფალო, უფალო!“

21. ყველა, ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო!“ როდი შევა განზომილებათა სასუფეველში (ღვთაების მარადიულ ყოფიერებაში), არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

22. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?“

23. მაშინ მე განვუცხადებ მათ: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“.

 

გონიერი და უგუნური მშენებლები

24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.

25. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

26. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.

27. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა“.

 

როგორც ხელმწიფების მქონე

28. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით.

29. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

 

თავი 8

კეთროვნის განკურნება

1. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან.

2. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას“.

3. და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.

 

ასისთავის მსახურის განკურნება

5. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა

6. და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება“.

7. უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას“.

8. მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

9. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთემეთქი ეს! და აკეთებს“.

10. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელში ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.

11. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან განზომილებათა სასუფეველში.

12. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“.

13. და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს“. და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.

 

პეტრეს სიდედრის განკურნება

14. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.

15. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.

16. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სამშვინველები და ყველა სნეული განკურნა.

17. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ.

18. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ“.

19. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. ანთროპოსის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი“.

20. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...