Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

blog-0510194001403107552.jpg

სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა

 

ანტიეკლესია ანტიმრევლი!!!

ანუ

„მართლ-დაბოლილები“

(ანტიმართლმადიდებლური ანტიეკლესიური პამფლეტი)

ზოგიერთები ამბობენ ერს სულიერი სიმშვიდე სჭირდება და ამიტომაც ხალხმა ეკლესიაში უნდა იაროსო, რადგანაც ასე ხალხი ქრისტეს მადლს ეზიარებაო, მაგრამ ყველაფერი ეს სიბრიყვე და სისულელეა! თუ გინდა სულიერი სიმშვიდე, ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! ნუ ეძებ მას შენი არსების გარეთ, სხვაგან! თუ გსურს იპოვო ღმერთი, ნუ ეძებ მას შენი არსების გარეთ, სხვაგან! ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! თუ გსურს მიიღო სიყვარული, ჩაიხედე საკუთარი არსების წიაღში და იპოვი მას! ნუ ეძებ მას შენი არსებისგან მოშორებით, სხვაგან! გაწუხებს ნერვები? მიდი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან! გსურს მიიღო ცოდნა და სულიერი სიბრძნე? მიდი მეცნიერთან , ფილოსოფოსთან და მეტაფიზიკოსთან!!! ან მოიძიე ცოდნა და სიბრძნე თავად! ჩაიხედე საკუთარ არსებაში და აღმოაჩინე იქ ჭეშმარიტება!! ტაძარ–ტაძარ ყიალი და ხეტიალი და სულელი, ქსენოფობი, ოლიგოფრენი, შოვინისტი, რასისტი, ნაცისტი, ჰომოფობი, ერუდიციის არმქონე, უმეცარი, გაუნათლებელი და მარგინალი "მამაოების" ანუ ე.წ. "მღვდლების" ფუნდამენტალისტური და ფანატიკური ლირიული დემაგოგიური ქადაგებების მოსმენით არაფერი შეგემატება!!! პირიქით დაგაკლდება! ტვინს და გულს გამოიტენი ფუნდამენტალისტური შიზოიდური იდიოტობებით და კიდევ უფრო დამძიმდები სულიერად!!! საქართველოს მოსახლეობის 90% "მართლმადიდებელი ეკლესიის" ერთგულია, რატომ? უმეცრების გამო!!! მექანიზმი ასეთია: უმეცარი და აგრესიული ნერვებმოშლილი ჰომოფობი მრევლი მიდის "სულიერი სიმშვიდის" საძებნელად კიდევ უფრო ჰომოფობ, ნერვებმოშლილ, უმეცარ და აგრესიულ მღვდელთან, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად არის დაოსტატებული დემაგოგი!!... მღვდელი მოძღვრავს ისედაც ტვინნატკენ და ტვინნაღრძობ მრევლს და შედეგად ვიღებთ: ფუნდამენტალისტი, უმეცარი გაუნათლებელი და აგრესიული ჰომოფობების "ზომბილაშქარს"!!!მღვდელიც აგრესიული და ფანატიკოსი და მრევლიც! აი ასეთი არითმეტიკა გვაქვს დღეს ქვეყანაში! მღვდელი: "მიდი მოკალი ლესბიანკა! ამას ითხოვს უფალი იესო!" მრევლი: "დიახ მამაო!!" მღვდელი: "მიდი და მოკალი (ან ცემე სანამ არ დაამტვრევ ძვლებში და არ დატოვებ ცოცხალ–მკვდარს) ევანგელისტი!" მრევლი: "არის მამაო!!" მღვდელი: "წადი დახოცე ბუდისტები! ამას ითხოვს მაღალთა შინა მყოფი უფალი!" მრევლი: "დიახხ მამაო!!" და მრევლიც მიდის, უკან ან წინ მიუძღვებათ ე.წ. "კბილებალესილი მამაოების" ჯგრო და ერიჰაა!!! წალეკავს ურდო ქვეყანას!! მართლმადიდებელი ეკლესია: "იქამდე არ მოვისვენებთ, იქამდე არ მოვხუჭავთ თვალს, ვიდრე დედამიწაზე ყველა ადამიანი არ გახდება მართლმადიდებელი (ნებით თუ ძალით) ან სანამ ყველა ევანგელისტი, მორმონი, ბუდისტი, კრიშნაიდი, იეზიდი, ლესბიანკა, ბისექსუალი, კათოლიკე და ა.შ. –ები არ ამოწყდებიან!!!!... ჩვენ ვართ ქრისტეს ეკლესია!! სამოციქულო!!! მადლი მხოლოდ მართლმადიდებლებზე გადმოდის, ისიც სამი საათიდან ოთხ საათამდე, განრიგით... ჩვენ წავბილწეთ ახალგაზრდებისა და მოხუცების გული და გონება და დავიპყარით მათი ცნობიერება!! ყველგან ჩვენა ვართ! აბა გაბედოს ვინმემ რამე თქვას ჩვენი საპირისპირო! მყისვე შევკრებთ ბიჭიკოებს და სახლში მივუვარდებით! ქვას ქვაზე არ დავვტოვებთ!... იმიტომ რომ ჩვენ ვართ „კურთხეულები!" მთავრობა ეკლესიას ტრაკს უტლეკავს! ყველაფერი მათ ხელშია!აბა როგორ გაბედავს მთავრობა "კურთხეული დედაეკლესიის" თითის დაკარებას? რაღათქმაუნდა არა!... დღეს ჰომოსექსუალი ცემეს, ხვალ ბუდისტი ცემეს, ზეგ კრიშნაიდი აწამეს, მაზეგ – მუსულმანი მოკლეს... მთავრობა რას აკეთებს? არაფერს!!! მთავრობა ამბობს: "მდააა..." "მართლმადიდებელი ერი" ამბობს: "ოხ შე სატანისტო იაღოველო! მოგკლავ!!" იაღოველი: "რა დაგიშავე ჩემო სულიერო ძმაო? ვიცხოვროთ მშვიდად და დაე უფალმა დაგლოცოთ..." მართლმადიდებელი ერი: "ვის რათ უნდა შენი დალოცვა შე სატანა! წაეთრიე ქვეყნიდან ან მოკეტე და იყუჩე!!" ცემეს ბუდისტი.. პრეზინდენტი: "მდაა..." პრესა: "მდააა..." ტელევიზია: "მდააა..." კურთხეული ერი: "დიდება ქრისტეს! მოკვდი მტერო იხარე ჭერო!"მოკლეს ბუდისტი... პრეზიდენტი: "მდააა.. ოოო..." პრესა: "მდააა...ოოო..." ტელევიზია: "მდააა.ოოო..." "კურთხეული ერი": "ვაშააა! მთელი ქვეყანა ჩვენა ვართ! ყველა ერეტიკოსი მიწაში გდია! ურა! ჩვენ შევმუსრეთ ქრისტეს მტრებიიი...!!" მამაომ ბუდისტზე თქვა: "სატანაა ეგა" პრეზიდენტი: "არაფერი უჭირს..." მამაომ ბუდისტი ცემა, პრეზიდენტი: "მერე რა უჭირს კაცო..." მამაომ ბუდისტი მოკლა, პრეზიდენტი: "კაი რა დამასვენეთ! რა შეაღონეს ამ ბუდისტებმა გული!" რას ნიშნავს იყო ქართველი? "კურთხეული მართლმადიდებელი ერის პასუხი: "იყო მართლმადიდებელი!" კითხვა: მუსულმანი ან ბუდისტი ქართველები ქართველები არ არიან?" "კურთხეული მართლმადიდებელი ერის" პასუხი: "არ არიან!! ეგენი ეშმაკები არიან!!..." განცხადება: "პატრიარქმა თქვა: "თვალები დაითხარეთ და სამოთხეში უფრო სწრაფად შეხვალთო!" მრევლი: "დიახ მამაო!" პატრიქრმა თქვა: "თავზე კალათა ჩამოიფხატეთ და ისე იარეთ! ასე ბრძანა უფალმა!" მრევლი: "დიახ მამაო!" პატრიარქმა თქვა: "დღეიდან ცხვირს ქვია საჯდომი და საჯდომს ქვია ცხვირი!" მრევლი: "ეგრეა მამაო!" მართლმადიდებელი ეკლესია: "ცხადდება მარათონი:ვინც უფრო მეტ არამართლმადიდებელს აგინებს, ცემს და მოკლავს, მიიღებს საგზურს სამოთხეში, ბიზნეს კლასით წინა სკამებზე!" მრევლი: "ურაა!!..." ეს ყველაფერი ეკლესიაში დაკანონებული უაზრო აგრესიული და ფანატიკური დოგმების ბრალია, რომელსაც მოაზროვნე და გონიერი ინდივიდი არ უნდა და სძულს! ამიტომაც უკვე ეკლესიაში სამი წელია აღარ დავდივარ! არც ვეწევი და არც ვიჩხირავ და არც ვსვამ და არც სხვა რამე... ერთი ეგაა ეკლესიის მიერ დაგმობილი წიგნების წაკითხვა რომ ამიკრძალა ჩემმა მამაომ იმაზე გავგიჟდი! სწორედ მაშინ იმ დღესვე დავიწყე საწინააღმდეგო წიგნების და ნაშრომების წერა და კითხვა გამალებულმა! არავის აქვს უფლება მიმითიტოს რა ვიკითხო და რა არა და არასდროს არავის არ დავემორჩილები! ცუდ რამეს მე ისედაც არ ვკითხულობ! მამაო რომ ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის შესწავლას აგიკრძალავს როგორ ნუ გაბრაზდები და მოიძულებ მაგათ! მე ვარ ჭეშმარიტი ეზოთერიკი ქრისტიანი და სინკრეტისტი! მე ქრისტეს სულიერ სიბრძნესა და ცოდნას ვჭვრეტ მსოფლიოს ყველა სწავლებაში! ყველა მოძღვრებაში ვეძებ ანალოგიებს და პარალელებს! ასეთი გავხდი ეკლესიდან წასვლის შემდეგ... იქ ცოდნა არავის აინტერესებდა, ყველა რიტუალების ბრმა რუტინულ შესრულებაზე იყო დაციკლული და გადარეული! ხალხი იყო უმეცარი და წიგნის წაუკითხავი! ხალხი მაშინაც და დღესაც უბრალოდ მოდასაა აყოლილი თორემ განა მართლა ეგრე წამთ? თქვენი აზრით რწმენა რაა? უმეცრებს შეიძლება ქონდეთ რწმენა? შეიძლება კაცი იყოს უწიგნური და მორწმუნე? და ეზიზღებოდეს ყველა სხვა რელიგია და მათი მიმდევრები? ასეთი ზიზღი რაღაცა შოზოფრენიული და ფანატიკური მგონია! ესაა ადამიანობა? ესაა ქრისტიანობა? რომ ამტკიცებენ ეს მრევლი და ეკლესია,რომ ჭეშმარიტი რელიგია მარტო მართლმადიდებლობაა და ყველა სხვა რელიგია სატანიზმია, მათი მიმდევრები სატანისტები არიან და ჯოჯოხეთში რომ ხვდებიან ვითომ ეს მართალია?!! რა მუსულმანი ქართველები ქართველები არ არიან? რა ყველა არა მართლმადიდებელი ადამიანი დედამიწის ზურგზე მართლა სატანისტია და სულ წუილით მიდიან ჯოჯოხეთში სამუდამოდ?!!! რატომაა ვითომ ყველა არა მართლმადიდებელი სატანისტი?! რატომ ხვდება ყველა არამართლმადიდებელი ჯოჯოხეთში?! არაა ეგრე!!!!!!!!!!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკა მარტივია, ის, რაც მას სურს, იგი ახორციელებს ძალისმიერი მეთოდებით, ასე იყო საუკუნეების წინ... და ასეა დღესაც... მართლმადიდებელი ეკლესია სავსეა აგრესორი წმინდანებით, რომლებიც ეკლესიის იდეებს ძალით ნერგავდნენ ხალხის მასებში და ტარანით მიქონდათ საეკლესიო დოგმატები ადამიანთა გონებამდე, ასეთი აგრესორი და მოძალადე იყო რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ე.წ. წმინდა ვლადიმირი, რუსეთის მთავარი, რითი გამოიჩინა მან თავი? ყველაფერი მარტივადაა: ვლადიმირი ახალი წელთაღრიცხვის ცხრაასიან წლებში ცხოვრობდა, როდესაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების ექსპანსია დაიწყო, ამ ახალ იდეოლოგიას გაშლილი ხელებით შეეგება პოლიტიკური ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ტირანი და დიქტატორი, ნამდვილი გაფხორილი ინდაური სახელად ვლადიმირი, მთავარი რუსეთისა... ვლადიმირმა იმწამსვე ჩაბღუჯა ახალი იდეოლოგია, რომელიც ხალხის მასების დასამონებლად კიდევ უფრო ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა და ვლადიმირმა ის გამოიყენა კიდეც! ვლადიმირმა მთელს სამთავროში ძველი რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ აქტიური რელიგიური რეპრესიები დაიწყო, უამრავი ადამიანი, რომელიც მტკიცედ იდგა თავის რწმენაში და არც აპირებდა ახალი სწავლების მიღებას, ამოხოცეს... ზოგიერთნი ქვეყნიდან გაიქცნენ და დაიფანტნენ ოთხივ მხარეს... ხოლო ვინც ქვეყანაში დარჩა იძულებული გახდა დამორჩილებოდა ახლადგამოცხვარ მართლმადიდებელ ტირანს! ვლადიმირმა როგორც რეალური ისტორიული წყაროები გვამცნობენ, შეკრიბა ჯარი და ხალხს იარაღის მუქარით ერეკებოდა ყინულივით ცივ მდინარეებში და „ნათლავდა ქრისტეს სახელით“, ამგვარი „მონათლვის“ შედეგად ბევრი ფილტვების ანთებით დაიღუპა და ვინც გადარჩა სიცოცხლის ბოლომდე ახლადგამოცხვარი „წმინდა“ ვლადიმირის მონად დარჩა, რუსეთის ახლადგამოცხვარმა ეკლესიამ რაღათქმაუნდა ვლადიმირი „წმინდანად“ შერაცხა! აბა რა უნდა ექნათ? თქვენი აზრით გაბედავდნენ და არ შერაცხავდნენ? ვლადიმირი ხალხზე ძალადობით „გაწმინდანდა“!! ასეთივე „წმინდანი“ იყო რომის „მართლმადიდებელი“ იმპერატორი თეოდოსიუს პირველი, მან სახელი იმით მოიხვეჭა და „წმინდანად“ იქნა შერაცხული, რომ 381 წელს გამოსცა კანონი, კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მანიქეველს ჩამოერთვა სამოქალაქო უფლებები, აიკრძალა მათი შეკრებები ნებისმიერ ადგილას, აიკრძალა მანიქევლური ლიტერატურის შექმნა და გავრცელება, მანიქევლებს ჩამოერთვათ მთელი ქონება და რაღათქმაუნდა მთლიანად გადაეცა რომის კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიას! და რაც ყველაზე მთავარია: დაკანონდა უკლებლივ ყველა მანიქეველის, დიდისა თუ პატარის, საჯაროდ სიკვდილით დასჯა! რომაელი ჯარისკაცები რომლებიც ადრე ყველა ქრისტიანს განურჩევლად დასდევდნენ და ხოცავდნენ, ახლა ერთერთი „ქრისტიანული“ სექტის ე.წ. „მართლმადიდებელი ეკლესიის“ სახელით ყველა არამართლმადიდებელს დევნიდნენ და ადგილზევე ხოცავდნენ!... მანიქევლების დევნა საუკუნეები გაგრძელდა და იქამდე არ დასრულდა სანამ უკანასკნელი მანიქეველი არ ამოწყდა... 529 წელს რომის „მართლმადიდებელმა“ იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა არა უბრალოდ დაგმო ნეოპლატონიზმი, არამედ საერთოდ აკრძალა იგი და დაიწყო ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა და მათ მიმდევართა დევნა–შევიწროება, იუსტინიანე პირველი შეუჩერებლად აგზავნიდა ნეოპლატონიკოსების კონცენტრაციის ადგილებში, მათ სახლებში დამსჯელ რაზმებს, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ „სხვაგვარადმოაზროვნეთ“, გარკვეული დროის შემდეგ რომის იმპერიაში თითქმის აღარ დარჩნენ ნეოპლატონიკოსები... რომის მართლმადიდებელი იმპერატორები საუკუნეები დევნიდნენ „სხვანაირად მოაზროვნე არამართლმადიდებლებს“ და ხოცავდნენ მათ! მართლმადიდებელი ეკლესია „არამართლმადიდებელი მიმდინარეობების“ ძარცვის ხარჯზე გამდიდრდა და ეს ისტორიული ფაქტია! ვისაც ჩემი სიტყვები არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს!!...

ახალი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა გამოჩენილი ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი ქალი – ჰეპათია, რომელიც მასწავლებელი იყო ალექსანდრიის „წარმართულ“ ფილოსოფიის სკოლაში, ერთხელაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქი და მთელი მისი მიმდევარი მრევლი მარცხენა ფეხზე ადგა... აგრესიით, ქსენოფობიით, რასიზმით, ფანატიზმითა და ფუნდამენტალიზმით შეპყრობილი მრევლი, ალექსანდრიის მართლმადიდებელი იერარქების თაოსნობით, დააცხრა თავზე ფილოსოფიის სკოლას და შტურმით აიღო იგი, მართლმადიდებელმა ბრბომ დახოცა მასწავლებელთა და მოწაფეთა უმეტესობა, ვინც გადარჩა ან გაიქცა ან იძულებით „გადამართლმადიდებელდა“, ფილოსოფიური ხელნაწერების უდიდესი ნაწილი განადგურდა! თავად ჰეპათია კი შეიპყრეს, აწამეს, გააუპატიურეს და ნაკუწებად აჩეხეს! ახლა დაფიქრდით: ვინაა წმინდანი? ვლადიმირი, რომელიც იყო ტირანი და დიქტატორი და ძალით მონათლა ხალხი, თუ ჰეპათია, რომელიც გასაოცარი ერუდიციის მქონე პიროვნება იყო, ფლობდა დიდ ცოდნასა და სიბრძნეს და რომელიც იდეის გულისათვის აწამეს, იხმარეს და ნაკუწებად აჩეხეს სიძულვილით შეპყრობილმა „მრევლმა“?! მე თუ მკითხავთ წმინდანი არის ჰეპათია და არა ე.წ. ვლადიმირი! ჰეპათია იყო ჭეშმარიტი წმინდანი, რომელიც იდეის გულისათვის დაიღუპა და თან წამებით!...

მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკა იყო, არის და იქნება ასეთი: „მძულს ყველა ვინც მე არ მგავს!“.

მართლმადიდებელი ეკლესიის „სასულიერო“ იერარქები, საუკუნეთა მანძილზე მხოლოდ ერთი მიზნისაკენ ისწრაფვოდნენ და ეს მიზანია: აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლება, მათ მუდამ ტირანიული და დესპოტური მიზნები ამოძრავებდათ, ერუდიციის არმქონე ხალხის მასების გამოზრდა მუდამ მათი ნომერ პირველი ამოცანა იყო, რადგანაც ეკლესიას ჰაერივით სჭირდებოდა თვინნაღრძობი, ტვინნატკენი, უმეცარი, აგრესიული, ჰომოფობი და ნაცისტი მრევლი, რომელზედაც იბატონებდნენ და რომელსაც საჭიროების შემთხვევაში „კონკურენტი“ კონფესიების წინააღმდეგ მიმართავდნენ, რასაც ისინი პირველი საუკუნიდან მოყოლებული აკეთებდნენ კიდეც! მღვდელი არ არის მეცნიერი, ის არ არის ფილოსოფოსი და არც მეტაფიზიკოსი, მაშინ რატომღა უჯერებენ მას უსიტყვოდ ე.წ. „მრევლი“? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ მრევლი უმეცარია და არ გააჩნია ერუდიცია! იმიტომ რომ ე.წ. მრევლის 99% არის ფსიქიურად და ნევროლოგიურად შეშლილი, მთელი რიგი ფსიქოლოგიური კომპლექსებით გაძეძგილი სადისტი და სოციოპათი და ამ სოციოპათებს აქვთ მოთხოვნილება რომ მიიღონ ნუგეში, შვება, ხსნა... ხსნას კი ისინი ხედავენ ე.წ. მღვდლების მორჩილებაში, რატომ არ მიდიან ისინი ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ფილოსოფოსებთან ან მეტაფიზიკოსებთან, თუ დახმარება ესაჭიროებათ? რატომ და იმიტომ რომ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან მიხვიდე, მათ სტერეოტიპული სტიგმური წარმოდგენით, ნიშნავს იყო გიჟი! „ჯანსაღ საზოგადოებას“ კი გიჟები არ უყვარს! ფილოსოფოსებთან და მეტაფიზიკოსებთან მისვლას მათთვის აზრი არ აქვს, რატომ? არის ორი მიზეზი, პირველი იმიტომ რომ მათ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ ცოდნა, მათ არ აინტერესებთ შემეცნება, არ აინტერესებთ არც ფილოსოფია და მეტაფიზიკა... მეორე მიზეზი კი არის ის, რომ მათ არ აქვთ ერუდიცია, სამაგიეროდ მათ ტვინში ჩასვირინგებულია ცეცხლოვანი ასოებით სტიგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იყო „ეკლესიური“, ნიშნავს იყო „მართალი კაცი“ ანუ გქონდეს პრესტიჟი, დიახ! ეკლესიურობა ესაა „პრესტიჟი“! ფსიქიატრი და ფსიქოლოგი არაპრესტიჟულია, აი მღვდელთან მისვლა კი არის! რატომ? რატომ და იმიტომ რომ საუკუნეთა მანძილზე ხალხის მასების ცნობიერებაში ჩამოყალიბდა და განმტკიცდა, ასევთქვათ ღრმად გაიდგა ფესვები „დედაეკლესიის უცდომელობისა და ღვთიურობის“ ცრუ იდეამ, რომელსაც ეკლესიის იერარქები ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან ნერგავდნენ ბრბოში!!! უმალ ღორები დაიწყებენ ფრენას ან ორანგუტანგები ფილოსოფიის ტრაქტატს დაწერენ ვიდრე „მართლმადიდებელი მორწმუნე“ შეიცვლის მსოფლმხედველობას! მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელი კი იძახდა: „გამიშვი მთაზე ცხვარიაო!“... ეკლესია დაოსტატებული ქირურგია, ის საოცარი სიზუსტით ატარებს „სპეც–ოპერაციებს“ ადამიანთა ცნობიერებაზე, საუკუნეთა მანძილზე მუდმივი ქირურგიული ჩარევების შედეგად მივიღეთ „საზოგადოება–ფრანკენშტაინის მონსტრი“! ეკლესიას მოაზროვნე ინდივიდები არ ჭირდება! მას გოლემები ჭირდება, დაპროგრამებული ბიორობოტები, რომლებსაც საითაც უნდა იქეთ წარმართავს და რასაც უნდა იმას ჩაადენინებს!! მოაზროვნე ინდივიდი ეკლესიის იდეოლოგიით „სატანისტი და ერეტიკოსია“, იცით როგორ უსწორდებიან სატანისტებს? გაიხსენეთ გარდასული საუკუნეები, გაიხსენეთ 17 მაისი!...

დასაბამშივე, ჩასახვის დღიდანვე ქრისტიანული მოძღვრება სავსე იყო მძლავრი ვნებათაღელვებითა და ინტერესთა კონფლიქტებით, რამაც განაპირობა მისი მრავალფეროვნება. თავიდანვე, ჩვენი ერის პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული მოძღვრება განვითარდა როგორც მრავალი, სხვადასხვა სახისა და ფორმის რელიგიურ–ფილოსოფიური კონფესიის ერთობლიობა, რომელთა წარმომადგენლებს ძალზე ხშირად გააჩნდათ ერთმანეთთან მიმართებაში ძლიერი ინტერესთა კონფლიქტები და ანტიპათიები, ქრისტეს დოქტრინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რაც არ უნდა გამჭრიახი გონება ჰქონოდა, თითოეული მოციქული და მოციქულთა მოწაფე და მოწაფეთა მოწაფე, ფლობდა მეტნაკლებად განსხვავებულ და თავისებურ ხედვას, კონკრეტულად ქრისტეს ქადაგებებისა.

ადრექრისტიანულ ეპოქაშივე მოხდა ქრისტეს მოძღვრების მიმდევართა დიფერენციაცია, გამოიკვეთენ ისეთები რომლებიც შედარებით უფრო კარგად იგებდნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსს და ისეთებიც რომლებიც ან ცუდად იგებდნენ ან საერთოდაც არ ესმოდათ იგი.

ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსთან, საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს შემმეცნებელს. მათი ორი მთავარი თვისება იყო, პანენთეისტური სუპერპერსონალიზმი და ებრაელთა რელიგიისა და მათი ღმერთის – იაჰვეს მიმართ კრიტიკული და მტკიცედ უარყოფითი, ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც ვგონებ საკმაოდ ობიექტური იყო მათი მხრიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა ფაქტს.

გნოსტიკოსთა მთავარი არგუმენტი იაჰვეს წინააღმდეგ, იყო მისი მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატებოდა, ტირანიულ და დიქტატორულ ნარცისიზმში, სადიზმში, ნაციზმში, რასიზმში, ქსენოფობიაში, სოციოპათურ ექსცენტრიზმში, რადიკალურ სიმკაცრეში, თანაგრძნობისა და მოწყალების უნარის არქონაში, ეჭვიანობასა და შურიანობაში, რომელიც ძველი აღთქმის თითქმის ყოველ სტროფში ვლინდება. გნოსტიკოსები მიუთითებდნენ ებრაელთა იაჰვესა და სახარებისეული მამაზეციერის ანტაგონიზმსა და დიალექტიკაზე ანუ იმაზე, რომ ამ ორი არსების ხასიათი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ებრაული იაჰვე და სახარებისეული მამაზეციერი ორი სრულებით განსხვავებული არსება არიან. გნოსტიკოსთა საპირისპიროდ ადრექრისტიანულ ეპოქაში ჩვენდა საუბედუროდ ჩაისახა ერთი მეტად რადიკალური და ექსცენტრიული ტერორისტული ბუნების მქონე სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ წარმოადგენდა ქრისტიანობის ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმას, ხოლო სხვა მიმდინარეობებს ერეტიკულად ანუ მწვალებლურად, მცდარად აცხადებდა. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო ორი რამ, კერძოდ მისი ჰიბრიდული ნახევრადქრისტიანული და ნახევრადიუდევლური (ებრაული ანუ იაჰვისტური) ბუნება და სადისტურ–სოციოპათიური და ექსტრემისტულ ტერორისტული ხასიათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს მიმდინარეობა, თავის აბრაამულ ალუზიებში სახარებისეულ მამაზეციერს ებრაულ იაჰვეში აიგივებდა, იაჰვეს ჭეშმარიტი მამაღმერთის ერთერთ სახელად მიიჩნევდა და ამით, ორ სრულებით შეუთავსებად ლიტერატურას, ქრისტიანულ სახარებებსა და ებრაულ იაჰვისტურ წიგნებს ერთმანეთში ურევდა, იმისათვის რათა ებრაული და ქრისტიანული ლიტერატურის სინთეზი წარმატებით განეხორციელებინათ, ისინი ქრისტიანულ სახარებებში ხელოვნურად უმატებდნენ იაჰვისტურ ალუზიებსა და სხვა სახის ინტერპოლაციებს, რომლებიც ანგრევდნენ სახარებათა არაიაჰვისტურ თვისებრივად ნოვატორულ იდეურ საფუძველს. ეს სექტა მკაცრად და თან ერთობ დიდი წარმატებით უსწორდებოდა ქრისტესთან იდეურად უახლოს კონფესიებს, გნოსტიკურ დენომინაციებს, ხოცავდა რა მათ წარმომადგენლებს და ამას აკეთებდა საიმპერატორო კარის დიდი მხარდაჭერით, საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა დაკავებული იყო სამი რამით: ხოცვით, ძარცვითა და ფაქტების პროფანაციით, სწორედ განადგურებულ გნოსტიკურ და სხვა რელიგიური კონფესიების ქონების კონფისკაციამ უსაშველოდ გააფართოვა აგრესორ სექტანტთა ფინანსები. ამ სექტანტების სახელი იყო – კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. იუდეოქრისტიანული და სხვა აბრაამული სწავლებების თანახმად ძეღმერთს დედამიწაზე ყავდა 12 მოციქული, მათგან ყველა მამაკაცია, მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ბევრად უფრო მეტნი იყვნენ და მათ შორის ყოფილან ქალებიც. იუდეოქრისტიანული და ზოგადად აბრაამული სწავლებების თანახმად ქალი მამაკაცზე დაბლა დგას და უფლებები თითქმის არ გააჩნია, ქალს არ აქვს სწავლის და სწავლების უფლება, ეკლესიაში ქალმა უნდა იდუმოს და არ ილაპარაკოს, ის უნდა ემსახუროს ქმარს ან მამას უსიტყვოდ. რადგანაც პირველი ქალი შეიქმნა პირველი მამაკაცის ნეკნისაგან, ქალი მამაკაცთან შედარებით არარაობაა და მამაკაცი არის ქალის ბატონი.

1962 წლიდან 1997 წლამდე საქართველოს საპატრიარქო გაწევრიანებული იყო ეკუმენისტურ საბჭოში ანუ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ემს), მაგრამ 1997 წელს, რადიკალი ფუნდამენტალისტების მოთხოვნით იგი ამ საბჭოდან გამოვიდა. 1997 წლიდან საქართველოში დაიწყო ფუნდამენტალისტი მართლმადიდებლების მიერ ინიციირებული დევნა–დარბევები და შევიწროებები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რელიგიური და სექსუალური უმცირესობებისა. 1997 წლიდან, კომუნისტური რეჟიმის ზეგავლენიდან თავის დახსნის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაძლიერდა რელიგიური ფუნდამენტალიზმი, აგრეთვე გაიზარდა სასულიერო პირების რაოდენობა და მკვეთრად დაქვეითდა, როგორც სასულიერო იერარქების, ისევე მრევლის ერუდიციის დონე.

მართლმადიდებელ ეკლესიას უზარმაზარი მრევლი ყავს, რატომ? იმიტომ რომ უმეცარ და გაუნათლებელ, ქსენოფობებზე ბატონობა იოლზე იოლია! მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 99% საერთოდ არანაერ კითხვებს არ სვამს არაფერთან მიმართებაში და იოტის ოდენადაც კი არ ინტერესდება ფილოსოფიური საკითხების სიღრმეებით და სულაც არ იწუხებს თავს ბიბლიისა და სხვა წმინდა წიგნების შესწავლით, რაღათქმაუნდა შემეცნების უნარისა და სურვილის არმქონე მრევლის მართვა უმარტივესი საქმეა! მაგრამ ისმის კითხვა: „რატომ არის ასე? რატომ არ სვამენ ეკლესიის მიმდევარი „მორწმუნეები“ კითხვებს?“ პასუხი მარტივია: „იმიტომ რომ მათ ხელოვნურად შეუქმნეს ისეთი გარემო, რომელიც ბანგივით აბრუებს ადამიანებს და აზროვნების უნარს აკარგვინებს... ხოლო აზროვნება, როგორც დეკარტმა თქვა არსებობის სინონიმია... მრევლი იმყოფება ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ „ზღაპრულ“ სამყაროში, სადაც ყველაფერი ან თეთრია ანდა შავი... ასეთ ხელოვნურ გარემოში დაბოლილი მართლმადიდებელი მორწმუნეები მთელს სამყაროს ორ ბანაკად ყოფენ: მართლმადიდებლებად ანუ ღვთივკურთხეულ მართალ ხალხად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ პირდაპირ სამოთხეში მიდიან და არამართლმადიდებელ სატანისტებად ანუ ეშმაკეულებად, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ სულ წუილ წუილით მიდიან ჯოჯოხეთში!... მრევლის ტვინში ამოსვირინგებულია: „იყო მართლმადიდებელი ნიშნავს იყო ადამიანი!“ და „იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, ნიშნავს იყო მართლმადიდებელი!“ აგრეთვე მათ თავში არსებობს მახინჯი იდეა: „ყველა არამართლმადიდებელი არ არის ადამიანი და ისინი პატივისცემას და თანაგრძნობას არ იმსახურებენ!“... როდესაც მართლმადიდებელი გესაუბრება ის პირდაპირ ტვინში გახლის თავის „რწმენას“, ცდილობს გაბურღოს შენი ტვინი და მის სიღრმეში ძალით შეტენოს თავისი იდეოლოგია, რომელიც მას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიაჩნია... როდესაც აღმოსავლურ და დასავლურ ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაზე უწყებ საუბარს და ახსნას რა რას ნიშნავს, ის გაკვირვებული გეკითხება: „კი მაგრამ განა შენ ქრისტიანი არა ხარ? ეგ რად გინდა? მამაოს არ უსმენ?“ და არ დაგავიწყდეთ რომ მისი ჭკუით ქრისტიანობა გულისხმობს მხოლოდ მართლმადიდებლობას და არაფერს სხვას! არცერთმა „მორწმუნემ“ მიახლოებითაც კი არ იცის თუ რამდენი დენომინაცია ანუ განშტოებაა ქრისტიანობაში და საერთოდ რა „ხილია“ ეს სიტყვა – დენომინაცია, როდესაც მას სხვა ქრისტიანულ დენომინაციებზე უწყებ საუბარს ის შტერივით და ამასთან ვირული სიჯიუტით გიწყებს იმის მტკიცებას, რომ ის „სხვა“ დენომინაციები ქრისტიანობას არ წარმოადგენენ და რომ იმ სხვა დენომინაციათა მიმდევარი ადამიანები თურმე ქრისტიანები არ ყოფილან და რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი თავადაა, რადგანაც არის „მართლმადიდებელი“, მართლმადიდებლურ ხატებზე მოწიწებითა და აღტაცებით გებაასება, მაგრამ როგორც კი ინდუისტურ და ბუდისტურ ან თუნდაც კათოლიკურ ხატებზე და მათ მშვენიერებაზე დაუწყებ საუბარს მყისვე ცეცხლივით ინთება, კაპასდება, ივსება მრისხანებითა და სიძულვილით და ისეთი აგდებით გიწყებს საუბარს, უფრო ზუსტად იმის მტკიცებას რომ ის „სხვა“ ხატები სისულელეა და „დებილობა“, რომ პირდაპირ გაოცებისაგან ენა მუცელში გივარდება და არც კი იცი რა უნდა უთხრა ამ ტვინნაღრძობ ქსენოფობსა და ჰომოფობს!... ერთი წამის წინ აღტაცებითა და მოწიწებით უსაუბრობოდა მართლმადიდებლურ ხატებზე, მაგრამ როგორც კი გვერდზე გადაუხვიე, იმწასვე წიწმატდება და მზადაა რომ გებრღდვნას და შენგან ცოცხალი ადგილი არ დატოვოს! ანდა უბრალოდ დაცინვას გიწყებს და სულელს გიწოდებს! მარტო იმიტომ რომ ახსენე უფალი შივა, ან ვიშნუ, ან ბუდა ანდა შაკტი... როდესაც იგებს რომ არა ხარ ქრისტიანი (ეს მისი გაგებით) და ვთქვათ ხარ ინდუისტი ან ბუდისტი, ან რაიმე სხვა... იმწამსვე მისი ტვინი „ატორმუზებს“ ისე რომ ღრჭიალის ხმაც კი გესმის! მის კაკლისოდენა ტვინში იმწამსვე ენთება წითელი ნათურა და ჩნდება წარწერა: „საფრთხე! საფრთხე! შენიშნულია არამართლმადიდებელი სატანისტი! საფრთხე!“ ის არც კი ცდილობს გაგიგოს ან მოგისმინოს... ან დაგცინის ან გეჩხუბება გახელებული... ანდა ორივეს ერთად აკეთებს... ის გეუბნება: „შენ ხომ მონათლული ხარ? მაგას როგორღა ამბობ მართლმადიდებელი არა ვარო?“ და გიყურებს დაბოლილივით... რას ამბობს ხვდებით? მე ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ოჯახმა მომნათლეს როდესაც 4 წლის ვიყავი, მაშინ წესიერად არც აზროვნება ვიცოდი და არც ლაპარაკი ნორმალურად, საერთოდ არ გამაჩნდა რელიგიური, ფილოსოფიური, მეტაფიზიკური და მეცნიერული საკითხების ცოდნა, როგორც ახლა მაქვს, მაშინ ერთი ციცქნა ღლაპი ვიყავი, რომელმაც ბევრ ელემენტარული ყოფითი საკითხიც კი არ იცოდა, არათუ თეოლოგიური და ფილოსოფიური მაღალი მატერიები! და ასეთი ღლაპი მომნათლეს „მართლმადიდებელ ქრისტიანად“, ვერაფერს იტყვი კარგი რამაა ეს ნათლობა!: ჯერ არის და ქვეყნის ფულს გღლიტავს ე.წ. „მამაო“ ფაქტობრივად არაფერში, რაღაცა სანთლებში, ტაშტში და ე.წ. „ნაკურთხ“ წყალში და კიდევ რაღაც აბრაკადაბრული „ლოცვების“ წაკითხვაში, მერე ადგება, ჩაგავლებს ხელს და ჩაგაყუდებს ტაშტში, ე.წ. „ნაკურთხ“ წყალში, მერე „მოგრთავს“ გარშემო სანთლებით და დაიწყებს პრიმიტიული ტომის შამანივით რაღაცის ბუტბუტს და მერე მჭექარ ღნავილზე გადადის! ვნათლავთ ამას და ამას! ესა და ესა მონა და მხევალი ღვთისა! თუ რაღაცა ამის მსგავსი... ეს ბაზარი და კლოუნადა, ეს კარნავალი რომ ჩამთავრდება, ფაქტობრივად არაფრის გაკეთებით ჯიბეგასქელებული „მღვდელო“ აბარებს შენს თავს შენს „ოჯახს“ და უკვე „ჭეშმარიტი მართლმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი“ ხარ! შენ არავინ არაფერს არ გეკითხება... გინდა... არ გინდა... სულ ცალ ყვერზე კიდიათ! ვის რაში დაკარგვიხარ? ვის აინტერესებს შენი აზრი? ან განა რა აზრი უნდა გაგაჩნდეს 4

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...