Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.451

"ოცნებაში" ქდმ-დან პორტირებული ჯაბა სამუშია თემქელებს ხადურმა "გადაურჩინა"


PLANETA_INFO

8.789 views

blog-0012100001399117505.jpgდაპირება ამომრჩევლის მიმართ - არა! "პორტირებულებს" და "კითხვის ნიშნიანებს", როგორც ჩანს, მხოლოდ

 

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ კადრებს შეეხო. კალაძის მიერ კატეგორიულად "დაწუნებული" შიხიაშვილის

 

აქტიური თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი - ჯაბა სამუშია მაინც მოხვდა ოცნების სიაში.

 

კახა კალაძის არაერთი დაპირებისა, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან პორტირებულები "ქართული ოცნების" სიაში არ მოხვდებოდნენ, თბილისის საკრებულოში, საარჩევნო ბლოკ ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლიაქრისტიან

დემოკრატიული გაერთიანების" წყალობით მოხვედრილი ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სამუშია ( რომელიც ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი იყო, ვიდრე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები’’ სახელს შეიცვლიდნენ და ,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო'-ს დაირქმევდნენ) თემქაზე იყრის კენჭს.

 

კულუარული ინფორმაციით, შიხიაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ჯაბა სამუშიას

 

სიაში მშვიდად და უმტკივნეულოდ მოხვედრა ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყო. სამუშია ხადურის პროტეჟე

 

ყოფილა. იმასაც ამბობენ, ხადური გიორგი თარგამაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების

 

სიაში პირველ ხუთეულში ყავდაო და მისი ოცნების სიით არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმდენად

 

მოულოდნელი იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერისთვის, რომ კარგა ხანს ყოფილა შოკში (არაა გამორიცხული

 

შოკი მოდელირებულიც ყოფილიყო.)

 

როგორ აღმოჩნდა უცებ ახლანდელი ფინანსთა მინისტრი "ოცნების" საპარლამენტო სიაში, ეს

 

თავად უკეთ მოეხსენება. მერე ჯაბა სამუშიაც პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოხვდა, სადაც ხადური პოლიტსაბჭოს

 

წევრია. მერე ჯაბა იმ სახელმწიფო კომისიის წევრად შეიყვანა სადაც თვითონაა თავმჯდომარე-ეს ის კომისიაა,

 

საშინაო ვალის პრობლემებს რომ სწავლობს...

 

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასეთია: მოსკოვის გამზირი-ლია ჯახველაძე, მესამე მასივი -ლევან დარახველიძე, ვარკეთილის 3-ი-ია მაკასარაშვილი, თემქა-ჯაბა სამუშია, ნაძალადევი-გივი გოგლიძე, ვაზისუბანი-ირაკლი აბუსერიძე, ლოტკინი-დავით ჭელიძე. მთამინდა- ჯაბა ჯიშკარიანი , ვაკე- გიოგი მუსხელიშვილი, საბურთალო/ვაჟა- გოჩა ბაბუნაშვილი, საბურთალო/ვეძისი- გივი ჭიჭინაძე, საბურთალო/ბახტრიონი-დავით ზურაბიშვილი, ს აბურთალო/დიდი დიღომი- შორენა ბუხრაშვილი, დიდუბე- ზაზა ჭილაძე , დიღომი-ზაზა კოლელიშვილი, კრწანისი- ბექა ნაცვლიშვილი, ავლაბარი/მეტრომშენი- ლია ჯიშკარიანი, „ბოგდან ხმელინცკი"- ზურაბ ნეფარიძე, ავჭალა-თემურ გოცირიძე, მუხიანი-ქეთი ჯოხაძე, გლდანი/ლუწი-ნინო გოგუაძე, გლდანი/კენტი- მურთაზ შელია. ლილო-გულიკო ზუმბაძე.

 

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...