Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.467

საქართველოში ევროკავშირის მომავალი ელჩის "საეჭვო კავშირები" რუსეთთან


PLANETA_INFO

4.052 views

blog-0220255001395847151.jpgრამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ქეთრინ ეშტონმა - ელჩების როტაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრიდან ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი - იანოშ ჰერმანი - ეყოლება. წარმოშობით ფინელი, უნგრეთის მოქალაქე.

ამჟამინდელი ელჩი - ფილიპ დიმიტროვი კი, სავარაუდოდ, პენსიაზე გავა.

რა თქმა უნდა, პლანეტა. გე. დაინტერესდა მომავალი ელჩის ბიოგრაფიით და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა - 1952 წელს დაბადებულ იანოშ ჰერმანს განათლება საბჭოთა რუსეთში აქვს მიღებული. მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГИМО)1975 წელს დაამთავრა და შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1976 წლიდან 1983 წლამდე პერუში, ხოლო 1983-დან - 1989 წლამდე მექსიკაში, უნგრეთის საელჩოში. დიპლომატიური კარიერისთვის ამ მონაცემებში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს ის პერიოდია, როცა, ლათინურ ამერიკაში სოციალისტური ქვეყნებიდან, რუსეთის "კგბ"-ს გარეშე საელჩოებში დამლაგებელიც კი არ ინიშნებოდა.

1989 წლიდან - 1995 წლამდე იანოშ ჰერმანი უნგრეთში მუშაობდა პრემიერ--მინისტრის ოფისში. 1995-1998 წლებში იყო უნგრეთის ელჩი ათენში, შემდეგ უნგრეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოში. ამჟამად არის ევროკავშირის ელჩი ნორვეგიაში.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...