Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.465

პუტინის "კამსამოლკას" იაღლიში მოუვიდა! დათქმულ დროს გავრცელდა ფალსიფიცირებული რეპორტაჟი რადიკალების მიერ უმაღლესი რადას დაპყრობის შესახებ...


PLANETA_INFO

1.944 views

blog-0590383001392912237.pngპუტინის საყვარელ და ერთგულ "კამსამოლკას" გამოუსწორებელი შეცდომა გაეპარა -

კრემლმა იჩქარა პუტინის გეგმის შესრულებისას. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავიდა რეპორტაჟი "რადიკალების მიერ უმაღლესი რადას აღების შესახებ"

 

"ლაივ ჟურნალი" ავრცელებს შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას:

"ესეც ბოლო ფაქტი კრემლის აქტიურ მონაწილეობისა კიევის მოვლენებში.

როგორც დილით ვწერდი, კრემლის გეგმა ძალიან მარტივი იყო - ძალოვანების აგდება, ნებისმიერი გზით მათი იარაღით უზრუნველყოფა და ამ დროს პარალელურად ღია მკვლელობების დოკუმენტური კადრებით პროვოცირება.

ამით მათ გზას უხსნიდნენ რადისკენ და მინისტრთა კაბინეტისკენ, საიდანაც წინასწარ მოახდინეს "ღირებული" და "მნიშვნელოვანი" თანამშრომლების ევაკუირება.

ძალიან მეშინოდა, რომ ოპოზიცია წავიდოდა ამ სცენარით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.

 

სამაგიეროდ, კრემლმა ჩაისვარა - პუტინს ყველაფერი გეგმიური უყვარს, საათებში და წუთებში გაწერილი და ზუსტად კონკრეტულ მითითებულ დროს "კომსომოლსკაია პრავდამ" გაავრცელა მასალა რადიკალების მიერ დაპყრობილი უმაღლესი რადიდან, რომელსაც თან დაურთეს საშინელებების ამსახველი კომენტარები.

ვინმეს კიდევ დარჩა ეჭვი სახელმწიფო გადატრიალების ავტორზე?

 

ახლა ეს მასალა საიტზე უკვე აღარ დევს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გავრცელდა რუსული რადიოსადგურების მიერ", - წერს "ლაივ ჟურნალი".

1 Comment


Recommended Comments

«КП» тем временем уволила редактора, которая выпустила фейк о захвате Верховной Рады. «Мы стремимся объективно и честно рассказывать о происходящих в мире событиях и считаем произошедший случай недопустимым для нашего издания», — говорится в объяснительной записке редакции.
ლინკი
×
×
  • შექმენი...