Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

წიგნიერი წიგნიპარიები და „უწიგნური თაობების“ საფრთხე


katya

2.351 views

blog-0279370001392670673.jpg„წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი)

 

ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვე, შერცხვა, თორემ წაკითხვას არ აპირებდა. არაფერი მითქვამს. მესამე საღამოს მოგვიკაკუნა. კარი გავაღე და ვერ ვიცანი. სულ სხვანაირი იყო. – „დიდი მადლობაო და თუ შეიძლება, კიდევ წავიღებ რამესო!“ გადავწყვიტე, ამ საქმეში აღარ ჩავრეულიყავი. ამიტომ ვუთხარი, მიდი და ანანო რამე საინტერესოს თვითონ მოგიძებნის–მეთქი. ანანომ არც აცია, არც აცხელა და, –„რ, ო, მ, ს, მარკ ტვენი!“

ახლა, მგონი, ეს ბიჭი ჩვენს ბიბლიოთეკასთან უფრო მეგობრობს, ვიდრე ჩვენთან...

 

ჩემი აზრით, იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სიამოვნებაა, უბრალოდ სასაცილოა. ჩემს თაობაში მაინც. თუმცა მკითხველები და არამკითხველები ყველა დროში და ყველა თაობას ყავს. იყო დრო, როცა კარგი წიგნი მხოლოდ დახლქვეშ იყიდებოდა. ისევე როგორც სურსათის, ტანსაცმილის, ფეხსაცმლის მაღაზიაში, აუცილებლად უნდა გყოლოდა ნაცნობი წიგნის მაღაზიაშიც. ჩემს თაობაში რაღაც–რაღაცეების არცოდნა მართლა დიდი სირცხვილი იყო. პრინციპში მსგავსი რამეების არცოდნა ახლაც უხერხულია. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ფრანჩესკო როზის „კარმენი“ არ უნახავს, და მისი ფინალი აინტერესებს, ადვილი მისახვედრია, რომ არც მერიმე ექნება წაკითხული. ამით ქვეყანა არ იქცევა, მაგრამ იმისთვის მაინც უნდა მოეკრა ყური, რომ ხოსემ კარმენი მოკლა, ბოლოს და ბოლოს „ჰაბანერა“ მაინც უნდა ჰქონდეს მოსმენილი. ჯანდაბას, თუ ოპერის ავტორი არ ეცოდინება. ვან გოგის მზესუმზირები რეპროდუქციის პატრონის დახატული არ უნდა ეგონოს და „ვან გოგენზეც“ არ უნდა გიჟდებოდეს. ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია“ მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არა, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა. შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში, ადამიანები იყვნენ და, ზოგჯერ, ხატავდნენ კიდეც...

 

ეს ყველაფერი სევდანარევი ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე სახარბიელო რეალობაა. თუმცა, ამ რეალობის პარალელურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბიბლიოფობია დანაშაულზე უბიძგებთ.

 

მბლუმბერგის მიმდევრები და „კოლექტიური ჩვენებები ძიებისათვის“

ჩემი პიონერულ –კომკავშირულო ბავშვობიდან, სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად, რომლითაც გულმოდგინედ გვიჭედავდნენ ცნობისმოყვარედ დაცქვეტილ ყურებს, ასეთი ფრაზა დამამახსოვრდა: “წიგნის ქურდი ქურდი არ არისო!” თუ არ ვცდები მას „მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს“ მიაწერდნენ. ილიჩის დაუწერელი კანონების რა მოგახსენოთ, ბიბლიოფილებს ჩვენი კანონმდებლობით ვერაფრით ვანუგეშებ – კანონის წინაშე აქლემის, ნემსის და წიგნის ქურდი ზუსტად ერთნაირი „პრივილეგიით“ სარგებლობს – საკანში ადგილი სამივესთვის მოიძებნება. ცხადია, ასეთ დროს იდეალური ვარიანტი – დოჩანაშვილისეული „კამერა ლუქსი“ წამოტივტივდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეგ „მომსახურება“ ჯერ ჩვენს პენიტენციალურ სისტემას არ გააჩნია, თუმცა, ბიბლიოთეკა სასჯელაღსრულების ყველა შენობას აქვს.

წიგნიპარიებს კლეპტომანიის განსაკუთრებული ფორმის დიაგნოზი უშველით თუ არა სასჯელის შემსუბუქებაში არ ვიცი. პრინციპში, ყველაფერი დანაშაულით მიყენებული ზარალის სიმძიმესა და მოცულობაზეა დამოკიდებული. ცნობილმა წიგნიპარია, სტივენ ბლუმბერგმასახელი, არცმეტიდაარცნაკლები, წიგნისქურდობითგაითქვა. მან 20 მილიონადშეფასებული 24 ათასამდეწიგნისმოპარვამოახერხა და, ამ შედეგით, მე– 20–საუკუნისუდიდესწიგნისქურდადიქცა. ვინაა ბლუმბერგი? ბიბლიოფილი, ბიბლიომანიაკი, ბიბლიოკლეპტომანი, ამის თაობაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ბლუმბერგი 1990 წლის 20 მარტსდააკავეს 23 600 იშვიათიდარარიტეტულიწიგნისქურდობისთვისაშშ 45 შტატის 268–ზემეტიბიბლიოთეკიდან,უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდანთუსაცავიდან. მათიღირებულებათავდაპირველად 20 მლნ $შეფასდა, მაგრამშემდეგშეიცვალადაგახდა 5,3 მლნად. ესიყოყველაზემასშტაბურიწიგნისქურდობააშშისტორიაში.

 

სტატისტიკა

სადღაც წავიკითხე, ერთი გერმანელი წერდა: „უცნაური ხალხი ხართ ქართველები, ამაყობთ თქვენი წარსულით და ლიტერატურით მაგრამ უწიგნური ახალგაზრდობა გყავთო“. მეწყინა, თუმცა, ვიცოდი, არ ტყუოდა. მაინც გადამოწმება ვამჯობინე. წიგნის მაღაზიებში ხეტიალმა ხასიათზე ვერ მომიყვანა. ახალგაზრდობა, დაახლოებით 20–22 წლამდე ასაკის მკითხველი თურმე, ძირითადად, კოელიოს ეტანება. 2007 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულა კვლევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც. კვლევაში საქართველოს 149 სკოლაში,119 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია უმაღლესი საფეხური და 41 სკოლის ვერცერთმა მოსწავლემ ვერ დაძლია მაღალი საფეხური. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსწავლეთა წიგნიერებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მასწავლებელი და ოჯახი ახდენს. კითხვაში უფრო მაღალი მიღწევები აქვთ იმ მოზარდებს: რომელთა მშობლებიც ხშირად კითხულობენ; რომელთა ოჯახშიც ბევრი წიგნია; რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ჩართულნი არიან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში. გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, ომ, მშობლებისგანათლების დონისმხრივ,საქართველოკითხვაშისაშუალოზემაღალმონაცემებისმქონექვეყნებთან ერთადლიდერობს. მშობლების 40%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება; საქართველოს მოსწავლეთა მშობლების 42% კითხვას კვირაში უთმობს 5 საათზე მეტს.ქართველ მოსწავლეთა 41%-ის მშობელს აქვს კითხვისადმი განწყობის მაღალი ინდექსი (საერთაშორისო საშუალო 52%)

კვლევამდაადგინარომ საქართველოშიმოსწავლეთაწიგნიერებისდონეძალიანდაბალიადამკვეთრადჩამორჩება ევროპისქვეყნებისდონესის

დგასისეთიქვეყნებისგვერდითროგორებიცარიანსამხრეთაფრიკა, ირანიდაკატარი.

 

წიგნი მომავალ დროში

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ წიგნის დიგიტალიზაცია, ანუ მისი „გაციფრულება“ გარდაუვალია. კინდლი, აი–პადი, სხვადასხვა ქსელური პროგრამები ცხადყოფს, რომ მალე „ტრადიციული“ ყოველდღიურად გამოსაყენებელი წიგნი აღარ იარსებებს დაბეჭდილი სახით და მისი გამოცემა მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. ტრადიციულ ქაღალდის წიგნი ძვირდება ნედლეულის გაძვირების გამო და უახლოეს ათწლეულებში მისი გაიაფება არ ივარაუდება. ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ დააბანდოს სოლიდური თანხა იაფი ქაღალდის გამოგონებაში. შესაბამისად, წიგნი გახდება ძვირი ნივთი, ანუ ფუფუნების საგანი. ამდენად, შესაძლებელი იქნება, ავტორმა მხოლოდ რამდენიმე ცალად დაბეჭდოს საკუთარი ნაწარმოები. წიგნების ბეჭდვა ხელოვნების დარგად იქცევა. ბიბლიოთეკის მოცულობამ, შესაძლოა, მისი მფლობელის კაპიტალის მოცულობაც კი განსაზღვროს. წიგნის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ბაზრის განვითარებას, შესაძლოა, ხელნაწერი წიგნის აღორძინებაც მოყვეს. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნები ათასები და ათეულ ათასები ეღირება. გადამწერობა კარგად ანაზღაურებადი და პრესტიჟული ხელობა გახდება და მომავლის პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში თავის ადგილს დაიკავებს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, წიგნების დიდტირაჟიანი გამოცემების ეპოქის, ანუ 21-ე საუკუნის შუა წლებამდე გამოცემულ წიგნებს მაღალი ფასი დაედება. წიგნი არ გაქრება. ის მხოლოდ ფუნქციას შეიცვლის და ინფორმაციის გადაცემის სფეროდან ხელოვნებაში გადაინაცვლებს.

როგორ შეუყვარდა კითხვა და რას ფიქრობს მომავალი მკითხველის აღზრდა–ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი. პრემია "საბას" და ,,ოქროს ფრთის' ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:

რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკში, ყველა ბავშვს ეზოში მეგობრებთან თამაში ურჩევნია. მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, თუმცა, მშობლები, ბებია,ბაბუა, გამუდმებით ცდილობდნენ ჩემს იმ სამყაროში შეყვანას, რასაც მხატვრული ლიტერატურა ქვია. ნელ–ნელა აღმოვაჩინე, რომ ეს სამყარო არაფრით ჩამოუვარდებოდა რეალურს. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში, ნელ–ნელა გაიზარდა კითხვისთვის დათმობილი დრო და გადავერთე სათავგადასავლო რომანებზე, რომლებსაც დღეს უკვე თითქმის აღარავინ კითხულობს, ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, სტივენსონი, რატომღაც, აღარ ითვლება მოდურად. ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, შესაძლოა, მარკ ტვენი ინარჩუნებდეს პოზიციებს. ამ წიგნებმა მიბიძგეს შემდეგ სერიოზული ლიტერატურისკენ, თუმცა არ ვთვლი, რომ „გულივერის მოგზაურობა,“ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი,“ კიპლინგის „მაუგლი“ მხოლოდ საბავშვო წიგნებია. დღეს იმ ინტენსივობით, როგორითაც ვთქვათ სტუდენტობაში ვკითხულობდი, ვეღარ ვკითხულობ. ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი სტუდენტობის პერიოდი იყო. ჯერ ერთი პროფესია მავალებდა, მეორე მხრივ, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. ადამიანებს სჩვევით შთამომავლობისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, შვილი იქნება ეს თუ მოსწავლე. ანუ ურჩიოს ის წიგნები, რომლებიც მის ახალგაზდობაში იყო პოპულარული. საჯარო და სხვა ბიბლიოთეკებშიც იყო ადრე ეს კულტურა – ლიტერატურის შერჩევის. ახლა მკითხველისგან არაა მსგავსი მოთხოვნა და მხატვრული ლიტერატურის წასაკითხადაც იშვიათად დადიან ჩვენთან. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ წიგნებიც ბერდება ან ძველდება. დროს მოაქვს რაღაც ახალი. დღვანდელ თაობას „ჰარი პოტერის“ თაობას, უფრო სხვა სახის მხატვრული ლიტერატურა აინტერესებს. საერთოდაც, იქნება თუ არა ეს თაობა „მკითხველი თაობა?“ რამდენად იქნება ეს ტექსტის თაობა? არსებობს უამრავი საცდური, რომ ადამიანი საბოლოოდ მოწყდეს ტექსტს. ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში. ბიბლიოთეკაში დიდი ხანია ფუნქციონირებს „ბავშვთა ოთახი,“ რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ და იქ გამართულ ღონისძიებებს შევძინეთ პერმანენტული სახე. გავააქტიურეთ სხვა დარბაზებიც, რითაც შევეცადეთ აგვეცილებინა საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკას – გამხდარიყო მხოლოდ წიგნების საცავი და არა კულტურული სივრცე. „ბავშვთა ოთახში“ ვცდილობთ სისტემატურად შევახვედროთ პატარა მკითხველი თანამედროვე საბავშვო მწერლებს, ვაწყობთ ახალი წიგნების პრეზენტაციებს. საბავშვო ლიტერატურის დარგში საკმაოდ მაღალი დონის ავტორები გვყავს, რაც იმის წინაპირობაა, რომ პატარებმა შეიყვარონ წიგნი, ჩამოუყალიბდეთ გემოვნება და მშობლებსაც გაუადვილდეთ პატარებისთვის წიგნის შერჩევა.

P.S.

რაც შეეხება „კამერა ლუქსს,“ როგორც გავიგე, იდეა ბრაზილიელებმა მოგვტაცეს – ბრაზილიის პენიტენციალურ სისტემაში, სულ ახლახანს დაინერგა წიგნის კითხვით პატიმრობის ვადის შემცირების პრაქტიკა. ჩემი აზრით, გასათვალისწინებელი პრაქტიკაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რახანია, ქართველები „კამერა ლუქსებზე“ ოცნებობენ...

„ რევოლუციამდელი“ ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც. ახლაც ჩვევად მაქვს, წიგნის მაღაზიაში პირველად პატარებისთვის განკუთვნილ გამოცემებთან მივდივარ. ეტყობა, ბავშვობის მონატრებაა... დედაჩემის და დეიდაჩემის ნაქონ “ჩიპოლინოზე” ვგიჟდებოდი, “ვინი პუჰის” და „მაუგლის“ არც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი. რასპეს “ბარონ მიუნჰაუზენს” ვაღმერთებდი, ლინდგრენი, როდარი, ტრევერსი, მარკ ტვენი, სეტონ-ტომპსონი, ანე კატარინე ვესტლის “მამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბა“ და “სალამურას თავგადასავალი”... მიხარია, რომ მათი მეოთხედ გადაკითხვა მომიწევს, ჩემი მესამე შვილის გამო. ფაქტიურად „მისალოცთა“ სიაში ვარ, იმხელა სიამოვნება მელის წინ.

აი რა სარგებლობა მოაქვს ბევრ შვილს – დიდხანს რჩები „ახალგაზრდა მკითხველად“...

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...