Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან


image.jpeg

უამინდობამ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სტიქია გამოიწვია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრაში, სადაც კოკისპირული წვიმების გამო ქალაქის ქუჩები და კერძო სახლების დიდი ნაწილი მთლიანად დაიტბორა.

წყალდიდობამ პრობლემები შექმნა გუდაუთის, გულირიფშის და სოხუმის რაიონებშიც. ადგილობრივი პრესის ცნობით, დატბორილია ათეულობით სახლი და განადგურებულია სავარგულები.

image.jpeg

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ უამინდობის გამო აფხაზეთის ყველა პლაჟის დროებით დაკეტვის რეკომენდაცია გასცა.

როგორც აფხაზური მედიასაშუელებები იუწყებიან, ხიშბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების გატარება აუცილებელია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და სტუმრების უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, ვითარება ამჟამად კრიტიკული ღარ არის, მაგრამ კონტროლს საჭიროებს.

„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხი ზღვაში არ შევიდეს.“ - განაცხადა ხიშბამ.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა გაგრის, გუდაუთის და გულირიფშის რაიონებში შექმნილი სტიქიის ზონებიდან 30-ზე მეტი ტურისტი უვნებლად გამოიყვანეს.

წყალმოვარდნის შედეგად რკინიგზის ლიანდაგების ჩამორეცხვის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის მასშტაბები და მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...