Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე კანონს ხელი მოაწერა.

აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს, მოსკოვში მოეწერა და ის ერთი მხარის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მეორე მხარის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ასევე, კანონში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეძლებენ ის პირებ, რომელთაც 2008 წლის 26 აგვისტომდე აფხაზეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული და დღემდე ინარჩუნებენ მას.

,,ისინი, ვისაც ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ექნებათ, სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო დახმარების უფლებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლებენ, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ. იგივე პრინციპი მოქმედებს გაწვევაზეც. ამასთან, მოქალაქეები, რომლებმაც უკვე იმსახურეს ერთი ქვეყნის ჯარში, მეორეში გაწვევისგან თავისუფლდებიან.

რაც შეეხება 14 წლამდე ბავშვების მოქალაქეობის საკითხს, ისინი იღებენ მშობლების მოქალაქეობას.“ - ნათქვამია აფხაზური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...