Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.177

უსასრულო თემა: არჩევნები


atrava

2.047 views

გვინდა თუ არ გვინდა მაინც ისეთ "ხაფანგში" გავყავით თავი, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს უკან ვერც მოვიხედავთ და ამიტომ იძულებულნი ვართ სულ წინ ვიყუროთ. წინ მძიმე თვე გველის. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი სხვებისაგაბ ძალიან მაღალი პასიურობით გამოირჩევა: საპრეზიდენტო კანდიდატები ფაქტიურად პასიურობენ. აბა რა უნდა დაერქვას მათ მოქმედებას ნება–ნება მოგზაურობას რეგიონიდან რეგიონებში თვეში ერთ ორჯერ და ამით ამოიწურა ყველაფერი, არც მასმედია არ უთმობს ამ თემას ძალიან დიდ დროსა და ადგილს.

ვნებათა ღელვები ჯერ კიდევ წინაა. რადგანაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტიურად ახალ გარემოში უნდა წარიმართოს და ამის გამო კითხვა: თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? უნდა შეიცვალოს შემდეგით: რა შანსები აქვს პრეზიდენტობის კანდიდატებს? დამერწმუნეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარი ბრძოლა ამასი ალბათ ყველა დამეთანხმებით პირველ ოთხეულს შორის: მარგველაშვილს, ბურჯანაძეს, ბაქრაძესა და ნათელაშვილს შორის გაიმართება. მინდოდა ამ ოთხეულში სალომე ზურაბიშვილიც დამესახელებინა, მაგრამ ჩვენი საარჩევნო ბიუროკრატიის ინერციული აზროვნების გამო იგი ჩამოაშორეს დოპინგმიღებული სპორტსმენივით, წინასაარჩევნო დისტანციას. არადა მისი შანსები მეორე ტურში გასვლისათვის ბაქრაძის შანსებს არ ჩამოუვარდებოდა.

ყველაზე მაღალი შანსს პრეზიდენტად გახდომისა, რა თქმა უნდა მარგველაშვილი ინარჩუნებს რამდენიმე ფაქტორის გამო: 1) იგი ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატურაა. 2) რადგან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა და ქვეყნის პრეზიდენტი კი ამ პარტიის გაკირქვებული ლიდერი, ამიტომ რჩება შანსი იმისა, რომ ნაცები ეცდებიან რევანშის აღებას ადმინისტრაციული თუ ფინანსური რესურსებით. "ოცნება" კი თავის მხრივ მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი ძალების სრულ მობილიზებას და საკუთარი ხმების დაცვას. 3) არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ასევე ამომრჩევლების დიდი რაოდენობის ინერციული აზროვნება. ვისაც ხელისუფლება (ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრი) დაასახელებს კანდიდატად, მას მისცემენ ხმას. ხელიშემშლელი ფაქტორი კი ისაა რომ ოცნება საკუთარ დანაპირებს ძალიან ნელი ტემპებით ასრულებს.

დავით ბაქრაძე – ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე გაწონასწორებული ფიგურა. ნაცმოძის სხვა ბოსებისაგან განსხვავებით იგი არ იყო შემჩნეული არც ერთ სკანდალში, ეს იმ მონაცემებით რისი გაცნობაც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია. არის ნაცმოძის რებრენდიგის ერთ ერთი ავტორი. მაგრამ ასეთი რებრენდინგი არ აღმოჩნდა წარმატებული. ვინაიდან ახალი სახეების გვერდით კვლავ არაპოპულარული ნაცმოძელები დგას. ეს კი – ბაქრაძეს სარეიტინგო ქულებსა და ამომრჩეველს უკარგავს. ამის გამო, ნაცმოძის ლიდერები იძულებუნი გახდებია მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილია და დედაქალაქის მერად ჯერჯერობით უგულავა რჩება. ეს იმას ნისნავს რომ ნაცების ხელში საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებია თავმოყრილი. არ იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ ბაქრაძის პრეზიდენტად არჩევისთანავე სააკაშვილი პრემიერად მოგვევლინოს ხოლო შემდეგ კი პრეზიდენტადაც. ე.ი. პუტინის სცენარი გათამაშდეს.

ასეთ ვითარებაში სავსებით რეალურია, რომ მეორე ტურში ნინო ბურჯანაძის გასვლა. ჯერ ერთი იგი შედარებით აქტიურ კამპანიას ატარებს, მეორე მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდადტად პირველად ღებულობს მონაწილეობას. გარდა ამისა იგიკაცობრიობის მეორე ნახევრის წარმომადგენელია და ამიტომ ქართული პოლიტიკისათვის ქვეყნის სათავეში ქალის მოსვლა კარგად დავიწყებული წარსული იქნება და ამიტომ შესაძლოა სწორედ ამისტვის მისცეს ამომრჩეველმა მას ხმა. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ ბურჯანაძე გავიდა მეორე ტურში ტურს გარეთ დარჩენილმა კანდიდატებმა საკუთარი ხმები გადასცენ მას.

რჩება შალვა ნათელაშვილი. ისტორიულად დასტურდება, რომ ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც პარტიას სტაბილურ 5–6% ყოველ საპარლამენტო არჩევნებსი აძლევს. მაგრამ საკითხავი,ა საკმარისი იქნება თუ არა ამომრჩეველთა ეს რაოდენობა მეორე ტურში გადასასვლელად? ერთაზროვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს.

პარლამენტში უმრავლესობასი "ოცნების" მოსვლამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, განსაკუთრებით დემოკრატიის კუთხით. სწორედ ამიტომ იქნება მომავალი არჩევნები საინტერესო!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...