Jump to content
Planeta.Ge

ასლან კობახია: ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ


რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზი ვეტერანი, სხვადსხვა დროს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ,,ეროვნული გმირი“ ასლან კობახია რუსი ოლიგარებისგან აფხაზეთის მიმართ გამოჩენილ ინტერესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,როდესაც მათ მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, მაშინ გაახსენდათ აფხაზეთის არსებობა.

ხანდახან მგონია, რომ აფხაზეთი სულ სხვა პლანეტაზეა და როცა აფხაზეთის ირგვლივ ამდენ იდიოტობას ვხედავ, მინდა ვიყვირო: აფხაზებო, გაუფრთხილდით სამშობლოს!!!

თუ ჩვენ მას დავკარგავთ, დავიკარგებით, როგორც ნაცია!!! ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად.

ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ ჩვენს მეზობლებს დიდი პრობლემები აქვთ და მათ ჩვენთვის არ სცალიათ? რატომ ვცდილობთ, თევზი მღვრიე წყალში დავიჭიროთ? ნუთუ მართლა ფიქრობს ვინმე, რომ აფხაზეთის გახარება შეუძლიათ იმ ოლიგარქებს, რომლებმაც რუსეთი ეროვნული კატასტროფის პირამდე მიიყვანეს?

მათ ახლა დასავლეთში სდევნიან, სადაც ადრე მიღებულები იყვნენ, დღეს მათი ანგარიშები დაბლოკილია. აშკარად ჩანს, რომ რუსეთში მათ მძიმე განსაცდელის ჟამი უდგათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 18 წლის წინ აღიარა, თუმცა არცერთ ამ ნაძიარალას, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისკენ არ გამოუხედავს და როცა მთელ მსოფლიოში დევნა დაუწყეს, გაახსენდათ, რომ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა, აფხაზეთი.

აფხაზეთი გადარჩება და განვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთის მოსმენას დავიწყებთ.

ყველაზე თავარი, რასაც ეროვნულ კატასტროფამდე მივყავართ, არის დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დისბალანსის გასათანაბრებლად სამშობლოს ათასობით საუკეთესო სიცოცხლე შეეწირა.

და იმის თქმა, რომ ვინც ჩვენთან უძრავ ქონებას დაეპატრონება, მას მოქალაქეობის მიღების უფლება არ ექნება, გულუბრყვილობაა.

ჩვენ რა, ვიტყვით, რომ აფხაზეთის კანონებით ამის გაკეთება არ შეიძლება? მაშინ უხეშად  მიგვითითებენ, რომ შევცვალოთ კანონი.

მინდა ვნახო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ამაზე ვლადისლავ არძინბას სულისკვეთებით მკაცრად იტყვის არას!!! ყველას დაფიქრება გვმართებს!!!“ - წერს ასლან კობახია ფეისბუკზე.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...