Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინის აჯანყების გამო, მოსკოვსა და ვორონეჟში კონტრტერორისტული ღონისძიებები მიმდინარეობს


შეირაღაებული დაჯგუფება ,,ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ,,ანტიტერორისტული ღონისძიებების" ატარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

,,გზებზე დაწესდა დამატებითი კონტროლი, შესაძლოა მასობრივი ღონისძიებების გამართვაც შეიზღუდოს." - განაცხადა სობიანინმა.

ინტერნეტში უკვე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქში საბუთების შემოწმება მიმდინარეობს.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მიღებულია ვორონეჟის ოლქშიც.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და რუსეთის არმიის ხელმძღვანელი გერასიმოვი, გადადგომას ჯერ არ აპირებენ, როგორც ამას პრიგოჟინი ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ მისამართით წერილობით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში მოტყუებით ჩაითრიეს.

,,თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომა და ითხოვა დახმარება, რათა უსაფროდ დაგვებრუნებინა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე. იმ მებრძოლებს და მეთაურებს, ვინც ასეთი თხოვნით მოგვმართა, სათანადო დახმარება უკვე გავუწიეთ.

გთხოვთ, გამოიჩინოთ წინდახედულება და სწრაფად გამოხვიდეთ კავშირზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ან სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩვენ ვუზრუნვლეყოფთ თქვენს უსართხოებას.“ - ნათქვამია მიმართვაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...