Jump to content
Planeta.Ge

სოხუმის პორტში ხვალ რუსული საკრუიზო გემი Князь Владимир-ი შევა


ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო სანაოსნო კომპანიის ცნობით, რუსული საკრუიზო ლაინერის, Князь Владимир -ის საცდელი რეისი სოხუმის გემბანს 23 ივნისს, დილის 8 საათისთვის მიადგება.

მიმდინარე წლის ნავიგაციის პერიოდში რეისები სოჭი-სოხუმი-სოჭის მარშრუტზე განხორციელდება.

კრუიზის ხანგრძლივობა ხუთ დღე იქნება, აქედან, სამი დღის განმავლობაში, გემი სოხუმის საზღვაო პორტში გაჩერდება.

როგორც სანაოსნო კომპანია იუწყება, 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ 11 ასეთი კრუიზი მოეწყობა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...