Jump to content
Planeta.Ge

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს


image.jpeg

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო კომპექს Москва Резорт - ის მშენებლობას თვალისწინებს.

ამის შესახებ РИА Новости- ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განუცხადა.

რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ რა აფერხებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესს და როგორ ვითარდება დღეს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის.

მისი თქმით, აფხაზეთ-რუსეთის სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.

,,სოხუმსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების შემდეგ ჩვენმა ურთიერთობამ თვისობრივად განსხვავებული ხასიათი და დონე შეიძინა. დღეს კმაყოფილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა მოიცავს ორმხრივი ინტერესების თითქმის ყველა სფეროს. სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთქმედებას დაემატა საგარეო პოლიტიკის კოორდინირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მრავალი სხვა საკითხი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სოხუმში ვიზიტისას, ხაზგასმით აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთს არცერთ სხვა ქვეყანასთან არ ჰქონდეს ისეთი ფართო და ღრმა სახელმწიფოთაშორისი სახელშეკრულებო ბაზა, როგორ აფხაზეთთან.“ -  განმარტა ეგრეთწოდებულმა ელჩმა.

მისი თქმით, საკმარისია გავიხსენოთ, რომ მათი ურთიერთობების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების 2008 წლის შეთანხმება და 2014 წელს დადებული ხელშეკრულება, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

,,ამჟამად ვამუშავებთ ამ ორი დოკუმენტის შინაარსს, მხარეების დიპლომატიური მხარდაჭერით ინტენსიურად ვმუშაობთ ეროვნული კანონმდებლობისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. რა თქმა უნდა, არის გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ, უკაცრავად, ჩვენ მხოლოდ 15 წელია ვამყარებთ ოფიციალურ ურთიერთობებს, თითქმის ნულიდან. შესაბამისად, უდავოა, რომ მხარეები დარჩენილ კითხვებს მოხსნიან.“ - აღნიშნა კვიწინიამ.

რუსი ჟურნალისტის კითხვაზე: მზად არის თუ არა თბილისი, დამოუკიდებელ აფხაზეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ალხას კვიწინიამ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

საუბარი შეეხო დასავლელი პარტნიორების ,,ზეწოლისშედეგად თბილისიდან მომდინარე მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებსაც, რისი მოლოდინიც, მუდმივად აქვთ, ,,ელჩის“ თქმით, ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომაც, რუს სამხედროებთან ერთად ხშირად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში, მოსკოვში ასლან ბჟანიას ხანგრძლივი ვიზიტის შესახებ მითქმა-მოთქმას და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის დედაქალაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სტუმრობა რუსეთისთვის აფხაზეთის მისაერთებლად მოსამზადებელი სამუშაოს ნაწილი იყო, კვიწინია სიცრუეს უწოდებს და ამ შესაძლებლობას გამორიცხავს.

,,ს არ არის სიმართლე. პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს მოსკოვს და მისი ვიზიტები ყოველთვის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დაჩქარებას უკავშირდება.“ - აღნიშნა მან.

კვიწინია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისი ტქმით, მართალია, ზოგიერთ პოზიციაზე ის უფრო აქტიურია, ზოგან კი მცირე კლება შეინიშნება, მაგრამ მიზეზი წმინდა ობიექტური.

,,აფხაზეთის საექსპორტო პოტენციალი ბევრად აღემატება ამჟამინდელ მაჩვენებლებს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ რუსეთის ბაზრებს სტაბილური მიწოდება და პროდუქციის საკმარისი მოცულობები შესთავაზოს. ასევე, იმედისმომცემია საქონლის რეექსპორტი და ტრანზიტი. ეს გამოსწორებულია და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მთავარია ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.

რაც შეეხება რუსეთიდან ინვესტორების მოზიდვას, ჩვენ უცხოელი ინვესტორებისთვის გარანტირებული საკანონმდებლო შეღავათები გვაქვს, რაც დამოკიდებულია დაბანდებული კაპიტალის ოდენობაზე. არსებული კანონი სერიოზულ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებ, მათ შორის, ვადების თვალსაზრისით. რუსული ბიზნესი აფხაზეთში ახლა აქტიურ მუშაობას იწყებს, ეს ძირითადად საკურორტო და ტურისტულ ინდუსტრიას ეხება.

იმედი გვაქვს, ინტერესის სფეროები გაფართოვდება და უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობა, სამრეწველო წარმოება და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. ხელისუფლება ამ პროცესს მხოლოდ ხელს შეუწყობს.“ - განცახადა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ.

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...