რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია - შალვა რამიშვილი
,,რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია" – ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ბექა ყორშიას სიუჟეტს როინ მეტრეველის შესახებ, რომელიც ,,მთავარი არხის“ ეტრში გავიდა.
,,როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს @@@ კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია... გარანტია რომ აქვს!
P.S. მე არ მქონდა ეგ გარანტიები მიშას დროს". - წერს რამიშვილი.
11 ივნისს ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში ჟურნალისტ ბექა ყორშიას მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ეგრეთწოდებული მედია-პრანკი იყო. ყორშია გასულ კვირას დანიშნულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს ვითომ პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის გამოგონილი სახელით, ტელეფონით დაუკავშირდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
როინ მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ,,ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება" და აკადემია მას სრულფასოვნად უჭერს მხარს.
როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად 7 ივნისს აირჩიეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.