იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში თვეზე მეტი გაატარა. ის 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, 16 აპრილს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა.
იტალიის ყოფილ პრემიერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც COVID-19 - ისას, 2020 წელს განსაკუთრებით გაუმწვავდა. ის წლების განმავლობაში ატარებდა კარდიოსტიმულატორს, ხოლო 2016 წელს, აორტის სარქვლის გამოსაცვლელად, გულის ოპერაცია გაიკეთა, დაამარცხა პროსტატის კიბოც.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობას სამჯერ: 1994-95, 2001-06 და 2008-11 წლებში იკავებდა. 1994 წლიდან ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერი იყო. პარტია იმ მმართველი კოალიციის ნაწილია, რომელსაც ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონია ხელმძღვანელობს.
1986 წლიდან 2017 წლამდე სილვიო ბერლუსკონი იტალიური საფეხბურთო გრანდის, ,,მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი იყო. ბერლუსკონის 31-წლიანი მმართველობის დროს კლუბმა 29 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის, 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.