Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ სასტუმროთა გაერთიანება ,,ბიჭვინთა" მოინახულა


ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამით, რუსმა მაღალჩინოსნებმა უკვე მოინახულეს ბიჭვინთაში არსებული პანსიონატების გაერთიანება ,,ბიჭვინთა“ და ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი. ასევე, კურორტ ბიჭვინთაში მათ დაათვალიერეს ადგილი, სადაც დაგეგმილია სასტუმრო-კომპლექს ,,მოსკოვი რეზორტის“ მშენებლობა.

როგორც აფხაზური პრესა იუწყება, აღნიშნული კომპლექსის პროექტი 200 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 46,5 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება. ინვესტიციები 31 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს და სასტუმროს გახსნა 2026 წლისთვის იგეგმება.

რუსეთის დელეგაციამ ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გულირიფშის რაიონში მდებარე სოხუმის აეროპორტიც მოინახულა.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ნოვაკის ხელმძღვანელობით, სამტავრობო  დელეგაცია ოკუპირებული აფხაზეთის ეგრთწოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ერთობლივ შეხვედრაზე მათ განიხილეს მხარეებს შორის ,,ურთიერთქმედების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროები," მათ შორის ენერგეტიკის დარგში, პიკური დატვირთვის დროს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების და ნავთობპროდუქტებით მომარაგების საკითხი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...