Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    550.026

მომავალი პრემიერის კანდიდატურა არ განხილულა – ივანიშვილი ჯერ ფიქრობს


PLANETA_INFO

1.525 views

ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრთან, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან –გიორგი მარგველაშვილთან

 

,, მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. როგორც კი მიმართვა წავიკითხე, არ მიფიქრია, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს. მაშინაც მისი პოზიცია აღვიქვი, როგორც მისი გულწრფელი პოზიცია. ახლა გადავიდეთ მის არგუმენტებზე. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ის ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება ძლიერი, რაც არ უნდა ძლიერი მთავრობა ჰყავდეს, ასეთ ქვეყანას მომავალი არ უწერია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მიდის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მდგრადი ქვეყნის განვითარებას, რათა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ეს მთავრობა იყოს წარმატებული, არამედ ყველა, ანარქიას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ხელისუფლება გაყოფილი იქნება შტოებს შორის.

მე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება გიორგი მარგველაშვილისგან ჩამოყალიბდეს ან კორუმპირებული ადამიანი, ან დიქტატორი. თუმცა ბუნებრივია, არასდროს არ უნდა დაგემართოს ამპარტავნება და საკუთარ თავზე არ უნდა თქვა, რომ რაიმე საშიშროების წინაშე არ დგახარ. თუ რომელიმე ჩვენგანმა გადაუხვია სწორ გზას, გარანტი იმისა, რომ ეს იქნება დროულად აღკვეთილი, არის ის ბალანსი, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ მოვალე ვართ, ერთმანეთს მივუთითოთ შეცდომაზე, გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თქვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, და ჩვენ, მთავრობას, გვაქვს ვალდებულება, გვაკონტროლოთ, რამე არასწორად არ წავიდეს. რაც შეეხება იმას, იქმნება თუ არა საშიშროება ივანიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, თავად ივანიშვილმა თქვა, რომ, თუ ასეთი საშიშროებაა, თუ იქნება საშიშროების განცდა, ოღონდ რეალური და არა ეფემერული, ის არ წავა თანამდებობიდან.

არ მინდა ცალ-ცალკე ინდივიდების განხილვა დავიწყო, თავად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის ფიქრობს ახალ პრემიერზე. ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. განათლების მინისტრის შემცვლელიც კი პრემიერის პრეროგატივაა, რომ დაასახელოს კანდიდატურა, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს და ინდივიდებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ... ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი - ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, ეს იმას ნიშნავს, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა. ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა, თუმცა ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს".

 

(,,ალია"N69; ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...