ივანიშვილი სააკაშვილს დაიჭერს, ქვეყანას დაალაგებს და მშვიდად წავა
,,სააკაშვილისა და ,,ნაციონალებისთვის" ივანიშვილის განცხადება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ,,ნაციონალური ოცნების" დასაწყისი აღმოჩნდა, ვადაგასულმა პრეზიდენტმა გორიდან მუშტები დაგვიბრახუნა - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრევენციის მიზნით, დიახაც, ჩემი ბრძანებით იქმნებოდა შეიარაღებული დაჯგუფებებიო, მაგრამ ვიდეოკომპრომატები, რომელსაც ჩემი რეჟიმის დროს იღებდნენ, კასრში ამათ ჩადესო...ნაცებმა კი მუქარა მიაყოლეს, ბიძინა წავა და ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთ, თქვენ რა დღეში ჩაგაგდებთო! მარსიდან გამოექანეთ, მარსიდაააან!!! სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხომ არ ემზადებით, ,,მიშარასტებო"?! მიხეილის ,,პაგონებიანი' ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა, დისშვილს გაუჭირდაო და მასთანაც ხომ არ ექნება პროკურატურას კითხვები?! გადაგთვალათ ბიძინამ?! აი, ,,ჩემი პრეზიდენტის" განცხადებაში კი ნამდვილად არის , რაღაც პროკურატურისთვის საინტერესო!!! მისი ბრძანებით შექმნილა მწვალებელ-მანიაკთა სექტა, მთავარი შაითანი კი ამ ლოგიკით მიშა გამოდის! როცა არწივები დუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას და მაინც, მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ბიძინამ პოლიტიკური ტრიუკი ჩაუტარა მიშას, ,,აყბედებულ თუთიყუშს" კი 9 წელი ძვირად დაუჯდება. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს განუცხადა, რომ მისი ხელისუფლება სააკაშვილს დაიჭერს, გაოგნებულმა ელჩმა ივანიშვილს უთხრა, რომ თქვენ ამას ვერ და არ გააკეთებთო, პრემიერის პასუხი იყო ასეთი: ამასაც დაგანახებთ, როგორ დავიჭერ მიხეილ სააკაშვილს და როცა ქვეყანას დავალაგებ, მაშინ კი მშვიდად წავალ პოლიტიკიდანო!"
(,,კვირის ქრონიკა"N25; ავტორი:ნინო სამხარაძე)
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.