ნოვა კახოვკას მერის ცნობით, კაშხლის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი უბნების დატბორვა უკვე დაიწყო
ნოვა კახოვკას მერის ვოლოდიმირ კოვალენკოს ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალი უკვე საცხოვრებელ უბნებს მიუახლოვდა.
,,სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა დაიწყო. ამ დროისთვის წყალი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ კორპუსებს, შესაძლოა უკვე დნეპროვსკის გამზირი და სახლების სარდაფები დაიტბორა. ეს არის პირველი ქუჩა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მდინარე დნიპროსთან, ყველა სხვა ქუჩა მის პარალელურად მდებარეობს.
პირველ საათებში დაიტბორა პარკის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დნეპროვსკის გამზირსა და მდინარეს შორის. დაიტბორა იახტკლუბი, დასასვენებელი ადგილი, სათამაშო მოედნები, ჩვენი კულტურული პარკი და 12 ჰექტარი სპორტული კომპლექსი. ასევე, ზოოპარკი „კაზკოვა დიბროვა“ ერთ-ერთი პირველი მოხვდა წყალდიდობაში და მიჭირს იმის თქმა, რა ბედი ეწიათ იქ მყოფ ცხოველებს, რადგან რუსებმა ზოოპარკის თანამშრომლები გასულ ღამით შიგნით არ შეუშვეს, დილით კი იქ შესვლა უკვე შეუძლებელი იყო.“ - განუცხადა ნოვა კახოვკის მერმა ჟურნალისტებს.
ვოლოდიმირ კოვალენკო შიშობს, ასევე, რომ შესაძლოა, ქალაქ დნიპროს მახლობლად მდებარე სოფლები ძლიერად დაიტბოროს.
„მეშინია, რომ იქ ძალიან დიდი ტერიტორია დაიტბორება“, - ამბობს კოვალენკო.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კწყალსაცავი ააფეთქეს, რის შემდეგაც ხერსონის ოლქში კაშხლის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ხერსონის ზოგიერთ რაიონში უკვე წყალდიდობა დაიწყო. ცნობილია, რომ კატასტროფის ზონაში დაახლოებით 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.