რუსეთის მოქალაქეებისთის საუკეთესო დასასვენებელ კურორტებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე ადგილზეა
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც დღეს რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა დასასვენებლად წასვლას არჩევს. როგორც საინფორმაციო პორტალი Turprom-ი იუწყება, რუს ტურისტებს საზღვარგარეთ დასასვენებლად ფასების 50%-იანი ზრდაც არ აშინებთ.
ჯერ-ჯერობით მათ არჩევანში თურქეთი ლიდერობს, სადაც დასვენების საშუალო ფასი 265 000 რუბლია. რუსეთის მოქალაქეებისთის შვებულების გასატარებლად საუკეთესო მეორე ადგილი აფხაზეთმა დაიკავა, სადაც ტურის საშუალო ღირებულება 80-დან 100 ათას რუბლამდე მერყეობს.
მესამე ადგილზე ეგვიპტეა, სადაც ზაფხულში რუსეთიდან, პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით 300 000 ტურისტს ელოდებიან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.