Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვში, საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის თავშესაფრების მზადება დაიწყეს


1685610187-8884.webp

როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები.

,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვამია ,,სირენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ვიდეოკადრებიც ახლავს.

ტელეგრამ არხის ცნობით, აღნიშნული ვიდეო სწორედ ამ მისამართზეა გადაღებული და მასში კარგად ჩანს მაგიდები, სკამები და ძილისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე კედელზე გაკრული ინსტრუქციები.

ამასთან, ,,სირენა“ წერს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებსაიტზე გამოჩნდა კონტრაქტი, რომელიც კრემლთან არსებულ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში თავშესაფრის პროექტირებას ეხება. პროექტის მიხედვით ნაგებობა გათვლილი იქნება 800 ადამიანზე, რომელიც მათ აფეთქებებისგან და რადიაციისგან დაიცავს.

აღნიშნული კონტრაქტი 24 მაისს გაფორმდა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...