Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    545.665

ვის რჩევებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და ვინ ატყუებს პრემიერს


PLANETA_INFO

1.497 views

ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან

 

,,როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კარზეც შედის რამდენიმე კაცი და ,,გრუზავს" მას, ათას რაღაცას უდებენ თავში. ამიტომაც მოეჩვენა პრემიერს, რომ ,,სპორტის სასახლეში" იყო გაურკვეველი საზოგადოება, თუმცა ეს ადამიანები სინამდვილეში არიან პოლიტპატიმრები, წინა ხელისუფლების მიერ უცხოეთში გაქცეული ბიზნესმენები, რომელთაც დღესაც აწუხებთ ახალი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, ქონებაწართმეული ადამიანები და ა.შ. მგონი, ძნელად მისახვედრი არ არის, რატომ შედიან ბატონ ბიძინასთან ეს ადამიანები და რატომ უყვებიან ასეთ ტყუილებს. ცხადია, გახსოვთ ბატონი ბიძინას ბოლო შეხვედრა ჟურნალისტებთან, მაშინ ის ძალიან გაცხარდა და ჟურნალისტებს ,,ფოსტალიონები" ეძახა. დარწმუნებული ვარ, რომ წინა ღამეს მასთან იყო მისული რამდენიმე კაცი, რომელთაც არასწორი ინფორმაციები მიაწოდეს და ამან გამოიწვია ივანიშვილის გაბრაზება. თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი ბიძინა თავის თავზე იყო გაბრაზებული, არასწორი საკადრო პოლიტიკა რომ აქვს. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ხვედელიძის დანაშაული გამოვლინდა და თითქოს, ბატონი ბიძინა საკუთარ თავს უბრაზდებოდა. თუ მართლა ასე იყო, ეს ცუდი არ არის. სიმართლეა ის, რომ საკადრო პოლიტიკა არასწორად მიჰყავს და თუ ამას მიხვდა, კარგია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ბატონი ბიძინა, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, მაგრამ ვიღაცეები ახერხებენ, ბატონ ბიძინას თავბრუ დაახვიონ. მინდა ვუთხრა მას, ვისზეც ფიქრობს, რომ მასთან სწორი ინფორმაცია მიაქვს, სწორედ ის ატყუებს და მხოლოდ სათავისოდ ეუბნება ყველაფერს. ისიც ვიცი, რომ ჩვენი პრემიერი ისეთი კაცია, ხელაღებით ბოლომდე არავის ენდობა, მაგრამ გარკვეული ნდობის ფაქტორები მას თავისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან აქვს. ის უსმენს გია ხუხაშვილს, კოკა ყანდიაშვილს, ლაშა ნაცვლიშვილს, თუკი ის კიდევ სვამს მასთან ერთად ჩაის. ასევე ირაკლი მელაშვილსა და კიდევ რამდენიმე კაცს....

მინდა ბატონ ბიძინას მოვესიყვარულო და ვუთხრა, – ძალიან რთულ სიტუაციაშია. თავად არის გენერალი და ჰყავს სამი–ოთხი ოფიცერი, მას არმია არ ჰყავს. ოფიცრებში შესაძლოა, ჩავთვალოთ ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე და კიდევ რამდენიმე, მაგრამ დანარჩენები, პირდაპირ ბიძინას წინააღმდეგ მუშაობენ.... მაშინ, როცა მე და ბატონმა ბიძინამ ვისაუბრეთ, რამდენიმე კაცზე მთხოვა, რამე მომეყოლა. ამითაც ჩანს, რომ არ იცნობდა პოლიტიკოსებს და აინტერესებდა ჩემი მოსაზრება მათთან დაკავშირებით. მეუხერხულა და ამიტომ არ ვთქვი არაფერი. მე ვფიქრობ, ვინც პატივს ვცემთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მას უნდა დავუდგეთ ყველანაირად გვერდზე და ვამხილოთ ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ მუშაობენ. ეს არის დღეს ქართული საზოგადოების ვალი. თუ გვინდა დარჩეს ბატონი ბიძინა პრემიერ–მინისტრად, თუ გვინდა ქვეყანა გადარჩეს და ეს კაცი, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნიდან არ გააქციონ, მხილებაა საჭირო. ივანიშვილი თუ ქვეყნიდან წავიდა, ყველაფერი თავზე დაგვემხობა. გაურკვეველი ძალები შემოვლენ საქართველოში, რომლებიც ძალიან ცუდად იმოქმედებენ საქართველოს პოლიტიკაზე...ჯერჯერობით ვისგანაც იღებს რჩევებს, ჩამოგითვალეთ, თუმცა ახლოსაა ის დრო, როდესაც ივანიშვილი მიხვდება, რომ ეს ადამიანები ისინი არ არიან, ვისი რჩევებიც უნდა გაითვალისწინოს...დადგება დრო, როდესაც მათი მხილებისთვის ბიძინა ივანიშვილი აღარ გაგვაკრიტიკებს და იტყვის, – დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, საბოლოოდ რომ გამაგებინეს, ეს პიროვნებები ვინ ყოფილანო".

 

 

(,,ალია"N59; ავტორი:ნელი ვარდიაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...