რუსები ჩვენი მიწის 300 მეტს მერაბიშვილში ცვლიან
ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან
,,ცოტა ზედმეტად ხომ არ გადავიხარეთ ამერიკელებისკენ? რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ერთ წელიწადში ნატოში შევალთო? მე, გაოცებული ვარ, ჩვენ ნატოში კარგა ხანი არ მიგვიღებენ და ივანიშვილი ასე რატომ ლაპარაკობს? რუსებმა ეს ჩვენზე კარგად იციან, უბრალოდ ძალას გვაჩვენებენ, გვეუბნებიან, თუ გვინდა, თბილისამდე მოვალთო. ახლა აუცილებელია პუტინთან დაჯდომა და დალაპარაკება, თორემ შეიძლება მართლა თბილისამდე მოვიდნენ თავიანთი მავთულხლართებით. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მოსახლეობაში უკმაყოფილებას და უფრო მეტი აგრესია გაჩნდება ახალი ხელისუფლების მიმართ. ისიც ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო რუსეთის კაცი და ასრულებდა მათ დავალებებს. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში ის გადმოკვეთილი 300 მეტრი რუსებმა ვანოში გაგვიცვალონ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი პირობა წამოაყენონ. თუმცა, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ დათანხმდება, ის ძალიან ჯიუტია....დღეს საქართველოში ისეთი რაღაცეები ხდება, არ არის გამორიცხული ვანო მართლა გამოუშვან და საპრეზიდენტო კანდიდატადაც წარადგინონ. სხვათა შორის, ამ ეტაპზე მერაბიშვილის დაპატიმრება არ იგეგმებოდა, პირველი გიგი უგულავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა და მეც ვადასტურებ, რომ ვანო მერაბიშვილი აპირებდა გაქცევას. თუ რუსებისთვის სერიოზული ფიგურაა, ჩვენ ცოტა ხანში კიდევ ვიქნებით აგრესიის მოწმეები. ახლა შეიძლება დაუჯერებელი რაღაც ვთქვა, მაგრამ კულუარებში იმასაც ამბობენ, ზეწოლა მიდის, უცხოელებიდან ,,ქართულ ოცნებაზე", რომ პრეზიდენტის პოსტი ,,ნაციონალების" სასარგებლოდ დათმონ. რა თქმა უნდა, არ გამოვა, მაგრამ თუ ესენი გარიგდნენ, რაღაც ფანდს გაგვითამაშებენ. შეიძლება ივანიშვილს ურჩევნია, რომ ვანო ბოლომდე ეგდოს ციხეში, რუსები სხვანაირად ფიქრობენ და ეგენი 300 მეტრის გადმოწევით არ დაკმაყოფილდებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს აგრესია ამისთვის დაიწყო, რომ ჩვენ რაღაც დავთმოთ. ნუ დაგავიწყდება, რომ სააკაშვილი ეხვეწება ივანიშვილს შეხვედრაზე, მას მაინც იმედი ჰქონდა, რომ ვანოს არ დაუჭერდნენ. ახლა ივანიშვილს ერთი–ერთზე უნდა სთხოვოს, რომ გამოუშვას. თუმცა მიშას საკუთარი თავიც ჰყავს გადასარჩენი, ვანოს თავი ნამდვილად არა აქვს, მაგრამ რა ქნას, როცა მის გარშემო წრე ნელ–ნელა პატარავდება? ახლა ის ფიქრობს იმაზე, როგორ აიცილოს ტრიბუნალი. მას ეს სასჯელი ეკუთვნის, როდესაც ტელევიზიით ამბობდა, აფრასიძეების ჩახოცვის ბრძანება მე გავეციო. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს ჩანაწერი ოდესღაც ჯოჯოხეთად ექცეოდა. ამ ადამიანმა დანაშაული თავისი პირით აღიარა. აქედან გამომდინარე, ბიძინას ძალიან მარტივად შეუძლია დაპატიმრება, თუნდაც არჩევნების შემდეგ. თუ ამას მივუმატებთ გირგვლიანის საქმეს და 2008 წლის ომს, ნამდვილად არ უნდა ასცდეს ტრიბუნალი".
(,,ალია"N56; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
1 Comment
Recommended Comments