Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.463

ხუხაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე უარი თქვა


PLANETA_INFO

1.343 views

ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

,, _ არის თუ არა სააკაშვილის ინტერესში, ჩართოს ქვეყანა ომში და ახალ ხელისუფლებას თავსატეხი დაუტოვოს?

_ სააკაშვილს დღეს გუნდი არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, მას ამის გაკეთება გაუჭირდება. ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ამ საქმეში რომ სააკაშვილს მხარი აუბას, ეს არის გიგა ბოკერია, სხვა არავინაა. ამ თემას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. მე გითხარით, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს, იმასაც გეტყვით, როგორ უნდა მოევლოს ამ ხიფათს. აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან, მარტო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ვერ ვიქნებით. დრო უნდა გავჭიმოთ და კარგად მოვემზადოთ იმისთვის, რაც შეიძლება 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ მოხდეს. რაც შეეხება, შეძლებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" არეულობის შექმნას, მე ვვარაუდობ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებმა შეიძლება მოინდომონ სიტუაციის შეცვლა უარყოფითისაკენ. ისიც უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მოსკოველი მაღალჩინოსანი ხელზე იხვევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და მას შეუძლია ექსცესური ვითარება შექმნას. ამიტომ, ეს ხიფათი, ბუნებრივია, არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს მათ ჩანაფიქრს, მაგრამ არსებობს უმნიშვნელოვანესი მომენტი, საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ აქვს ის ორგანო, რომელიც შეცვლიდა უშიშროების საბჭოს, ძალიან მაღალ დონეზე ანალიზს გაუკეთებდა მოვლენებს და შესთავაზებდა მთავრობას. პრეზიდენტს ეს ორგანო ჰყავს უშიშროების საბჭოს სახით და მის ხელმძღვანელ გიგა ბოკერიას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთში. ბოკერიას შეუძლია ძალიან ცუდი როლი ითამაშოს სიტუაციის ცვლილების თვალსაზრისით....ბოკერიას შეუძლია, მოახდინოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ძალიან გავლენიან დასავლურ ჯგუფებში, რადგან მას უსმენენ და მისი სჯერათ, უშიშროების საბჭოს ქვემოთ არსებულ გავლენის ჯგუფებს შეუძლიათ, გარკვეული ექსცესური ფონის შექმნა, პრესის მეშვეობით, დასავლეთში მუშაობით.

_ კულუარებში ამბობენ, რომ პრეზიდენთან მოლაპარაკება მიღწეულია და შესაძლოა, გიგა ბოკერია გია ხუხაშვილმა ჩაანაცვლოს. ეს ინფორმაცია სერიოზულია?

_ გია ხუხაშვილმა თვითონ განაცხადა უარი ამაზე. გარდა ამისა, გია არაა ამ საქმის სპეციალისტი. ვინ ჩაანაცვლებს, რთული სათქმელია, მაგრამ ჩანაცვლებამდე შორი გზაა. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და არა მთავრობის".

 

(,,ალია"N54; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...