გამოვლინდა 17 პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს.
ესენია ,,ნივეას,“ ,,ლ’ორეალის,“ ,,დავის,“ ,,ინტეზას,“ ,,ქლეარის,“ ,,ექსეს“ და ,,პალმოლივის“ პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა.
ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული.
ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).
მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამაზე მომუშავე ,,მომხმარებელი.ge” ავრცელებს.
ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safe…/screen/webReport/detail/10000149…
მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ასევე იხილოთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.