Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    14
  • comments
    13
  • views
    76.701

რატომ მოიგებს ბ.ბ. ....


king depress

3.086 views

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს

 

1. მთელი 9 წლის განმავლობაში ასეთი აქტიური არ ყოფილა ოპოზიცია რეგიონებში, თან აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხისგან აშკარად იგრძნობა მხარდაჭერა...

 

http://s40.radikal.ru/i090/1206/32/9ad9d2c14d9a.jpg

 

2. ოპოზიცია ფინანსურად 9 წლის განმავობაში სრულიად წელგამართულია.. მიუხედავად კონტროლის პალატი სმცდელობისა.. აშკარად ჩანს, რომ კოალიცია ფულის ნაკლებობას არ განიცდის... (იბეჭდება გაზეთები, რიგდება მაისურები, გადაადგილება და საწვავი პრობლემა არა არის და ა.შ.)

 

3. მეცხრე არხი ამუშავდა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა რეგიონში თავის კორესპოდენტი ყავს, შესაბამისად, რეგიონებიდან ინფორმაციის გადაცემა დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით პრობლემა არაა..

ასევე შეიქმნა რამდენიმე რეგიონული სააგენტო ევროამერიკის გრანტებით. და მაგალითად, კახეთიდან თუ ქართლიდან ძალიან საინტერესო ინფორმაციების მიღება პრობლემა აღარაა.

 

4. ინტერნეტი... 2007-2008 წლებში არ იყო საქართველოში ასეთი პოპულარული სოციალური ქსელები (800 000 დარეგისტრირებულია მარტო ფეისბუქში), რაც ხელს უწყობს ინფორმაციის მომენტალური გაცვლას მოქალაქეებს შორის, გაიზარდა ასევე ინტერნეტით რეგულარულად მომხმარებელთა რიცხვი.

 

http://www.socialbak...ook-statistics/

 

5. 2009 - 2011 წლის აპათიის შემდეგ, საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავ გაუჩნდა იმედი...

 

და რაც მთავარია

 

6. ცხრა წლის განმავლობაში ოპოზიციას პირველად ყავს გამოკვეთილი ლიდერი...

 

http://media.rtv.net/image/201203/w620/bidzina_ivanisvili_97861300.jpg

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ პოლიტიკურად გაკოტრებულ ნაცმოძრაობას არ აქვს შანსი გამარჯვების. რეპრესიულ აპარატს რასაკვირველია შეუძლია ეს პროცესი შეანელოს, მაგრამ იდეოლოგიის გარეშე, ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა მხოლოდ რეპრესიულ აპარატზე დამყრდნობით რომელი ჯგუფს გაემარჯვოს...

1 Comment


Recommended Comments

ამ ჩამოთვლილი მიზეზებიდან მთავარი მაინც არის ის, რომ

1. რეგიონებში კარგად მუშაობს.

2. მიუხედავად სატელევიზიო სივრცის მონოპოლიისა ხელისუფლების მხრიდან, ინტერნეტიტ მიდის მოსახლეობის ინფორმირება.

3.აქვს ფინანსურად გამაგრებული ზურგი

4. და მთავარი მიზეზი. მისი გამოჩენის დღიდან აღარ არსებობს არანაირი სხვა ოპოზიციური ძალა, რომელიც ხმების რაღაც ნაწილს გაყოფდა და დაიქსაქსებოდა უამრავ სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილებით, რაც საბოლოოდ ბარიერის გადაულახავობის გამო დაკარგული ხმები იყო.

ივანიშვილი უდავო და უკონკურენტო ლიდერია და არის ის, რის გარეშეც ყოველგვარი წარმატება მიუღწეველია - მას ენდობიან, მისი სჯერათ.

ხელისუფლების და საერთოდ საქართველოში გავრცელებული პოლიტიკოსების საყვარელი იარაღიც, რუსის აგენტობის დაბრალებაც აღარ მუშაობს აქ. ივანიშვილის შემთხვევაში ეს მის სასარგებლოდაც მოქმედებს.

და შუა საუკუნეებში გავრცელებული იარაღივით, ბერძნული ცეცხლივით რაც მეტ წყალს ასხამ ჩასაქრობად, უფრო ძლიერად ღვივდება.

5.ხალხი დაიღალა და ამოუვიდა ყელში შევარდნაძე სააკაშვილის მართველობა, ნორმალური ქვეყანა მოენატრათ და იმედით ელოდებიან ცვლილებებს. სააკაშვილის რეჟიმმა ყოველგვარი რესურსი ამოწურა, მათ შორის თავად ივანიშვილის დახმარებების სახით, რაც მათ ბიუჟეტს სერიოზულად გამოაკლდა და მათი უგუნური ქმედებების გამო კიდე მეტს დაკარგავენ საერთაშორისო სასამართლოებში და საბოლოოდ ინვესტიციების შეწყვეტით.

არავინ არ ჩადებს იმ ქვეყანაში ფულს, რომელსაც ყაჩაღური გზით შეუძლია ბანკის ან კომპანიის მითვისება ან გაკოტრება ყოველგვარ საკანონმდებლო ნორმების დარღვევით და იგნორირებით.

ლინკი
×
×
  • შექმენი...