Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    546.147

არასაპარლამენტო ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა ნინო ბურჯანაძე იყოს


PLANETA_INFO

1.061 views

ინტერვიუ ,,ტრადიციონალისტთა" ლიდერ აკაკი ასათიანთან

 

,,კახა კუკავასთან მაქვს ურთიერთობა, ასევე სხვებთანაც...საუბარი მიდის მემარჯვენე ძალების კონსოლიდაციაზე, კოორდინაციაზე, მოგეხსენებათ, რომ კახა კუკავა და ,,ქართული დასი"– ჯონდი ბაღათურია ერთად არიან, ჯერჯერობით ჩვენ ვართ მოლაპარაკების სტადიაში. დღეს თანდათან ყალიბდება ისეთი ვითარება, რომ პარტიები არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მეტ შანსს ხედავენ. პოლიტიკოსები უშანსო თამაშებში იშვიათად ერთვებიან. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე, პარლამენტსგარეთ დარჩენილმა პოლიტიკოსებმა ჩავთვალეთ, რომ ,,ოცნებისადმი" თუნდაც მეგობრული კრიტიკით, ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დავასხამდით წყალს. ამიტომაც ყველანი გავედით თამაშიდან, ახლა ჩვენ შევდივართ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა მესამე ადგილზე და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასაც" იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მე ვფიქრობ, თუ გამოვიდა მემარჯვენე ძალთა გაერთიანება, რაზეც მიდის ახლა კონსულტაციები, მას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, თუ ვინ იქნება, ჯერ ცნობილი არაა...გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი საერთო კანდიდატი იყოს ნინო ბურჯანაძე, საბოლოოდ, დიდი მიზნისთვის კონსენსუსი შესაძლებელია".

 

(,,ალია"N47; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...