Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტებმა ერთმანეთი ,,თავიანთ ქვეყნებში" დაპატიჟეს


კავკასიური საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რომელიც რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდში პირველად ტარდება, ერთმანეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი შეხვდნენ.

ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, აფხაზეთის წარმომადგენელმა ოს ,,კოლეგას“ სამხრეთ ოსეთში აფხაზური კულტურის დღეების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები უნდა გაგრძელდეს. ს ძალიან მნიშვნელოვანია. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოგიწვიოთ აფხაზეთში. ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს,“ - განუცხადა მან გაგლოევს.

თავის მხრივ, ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ერთი ბედი აკავშირებს და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხალხთა შორის თბილი ურთიერთობები ისტორიულად ჩამოყალიბდა.

,,მადლობა მოწვევისთვის. ჩემის მხრივ, ასევე მინდა მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ერთად მოგვიწია სირთულეების გადატანა, წელს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს აღნიშნავენ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან მე და თქვენ კარგად ვიცით მშვიდობიანი ცხოვრების ფასი.“ - უპასუხა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ბჟანიას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...