Jump to content
Planeta.Ge

გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი ქალაქების სია


 

ცნობილი გახდა მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქალაქების ათეული. 

სააგენტო Express-ის ცნობით, ყველაზე ჯანსაღი ქალაქების რეიტინგის გამოსავლენად, ტურისტულმა კომპანიამ holidu-მ ქალაქებში შეისწავლა დაბინძურების ყველაზე დაბალი დონე, ბედნიერების უმაღლესი დონე და სტატისტიკისთვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები.

აღსანიშნავია, რომ სიაში ესპანეთის სამი ქალაქი მოხვდა, თუმცა რეიტინგის მიხედვით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე მსოფლიოს ქალაქების  სტოკჰოლმი (შვედეთი) და ფარუ (პორტუგალია) ლიდერობენ.

შვედეთის დედაქალაქი სიის პირველ ადგილზე კარგი კვების სისტემის წყალობით აღმოჩნდა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას ხელი მიუწვდება დიდი რაოდენობით ახალ თევზსა და სხვა პროდუქტებზე. ასევე, სტოკჰოლმში ბევრი გამწვანება და ჰაერის დაბინძურების ძალიან დაბალი დონეა, რაც მის მოქალაქეებს ქუჩებში გასვლის და სპორტით დაკავების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება პორტუგალიის ქალაქ ფარუს, აქ თბილი ამინდებ და საუკეთესო კლიმატური პირობებია, რაც მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჯანსაღ ქალაქად აქცევს. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას, მთელი წლის განმავლობაში, წვდომა აქვს ევროპის რამდენიმე საუკეთესო პლაჟზე, ადგილობრივი სამზარეულო კი მდიდარია ახალი ხილითა და ბოსტნეულით.

ასე გამოიყურება დღეისთვის ყველაზე ჯანსაღი ქალაქების სია:

1. სტოკჰოლმი (შვედეთი)

2. ფარუ (პორტუგალია)

3. ჰელსინკი (ფინეთი)

4. მადრიდი (ესპანეთი)

5. რეიკიავიკი (ისლანდია)

6. თელ-ავივი (ისრაელი)

7. ლას-ვეგასი (აშშ)

8. ლისაბონი (პორტუგალია)

9. მალაგა (ესპანეთი)

10. სევილია (ესპანეთი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...