რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ქალაქ ხერსონში მდებარე ჰიპერმარკეტს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
3 მაისს, დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ერთადერთ მოქმედ ჰიპერმარკეტს ქალაქ ხერსონში. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ საკუთარ Telegram-ზე განაცხადა.
,,ამ დროისთვის სამი დაღუპული, ხუთი დაშავებული. ესენი არიან დაწესებულების თანამშრომლები და მომხმარებლები. ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ისინი დახმარებას უწევენ ხალხს," - წერს უკრაინის შსს-ს უფროსი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.