Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთს სანქციების გვერდის ავლის ყველა საშუალებას გადაუკეტავს
მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს G7-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ) ლიდერების შეხვედრის დროს გამოცხადდება.
Bloomberg-ის ცნობით, ახალი ზომების მირების მთავარი მიზანი ადრე დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მათი გვერდის ავლის გზების გადაკეტვაა.
შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ცალკეულ პაკეტებს ამზადებენ, რომელიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროდუქციის ტრანზიტის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის მიერ განხილულ წინადადებებს შორის არის ასევე, სანქციების დაწესება იმ გემების მიმართ, რომლებიც სანავიგაციო სისტემებს გამორთავს.
ცნობილია ისიც, რომ კანადა ამუშავებს სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების საპასუხოდ და რუსეთის თავდაცვის საშუალებების წარმოების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ,,შავ სიაში“ კიდევ 30-მდე ადამიანის შეყვანაა დაგეგმილი.
არსებობს მოლოდინი, რომ G7-ის ლიდერები შეზღუდვებს იმ ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზეც გაზრდიან, რომელსაც რუსეთი როგორც სამხედრო, ისე სხვა მრეწველობაში იყენებს. განიხილება ყველანაირი ექსპორტის აკრძალვა, გარდა იმ საქონლისა, რომელზედაც ადრიდანვე გამონაკლისი იყო დაშვებული (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და საშუალებები, საკვები და მედიკამენტები) და ალმასით ვაჭრობის შეზღუდვა.
მოამზადა ირმა ბერიშვილმა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.