Jump to content
Planeta.Ge

აფხაზმა მებაჟეებმა აფხაზეთისკენ მიმავალ მოქალაქეს ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინები ჩამოართვეს


ენგურის ხიდზე განთავსებულ ეგრეთწოდებულ საბაჟო-გამშვები პუნქტზე აფხაზებმა რუხიდან აფხაზეთისკენ მიმავალ პირს ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინები ჩამოართვეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ამოღებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 466 ფლაკონს შეადგენს.

მებაჟეებმა აღნიშნული პროდუქცია მოქალქის ხელბარგში იპოვეს. აქედან 366 ფლაკონი ძაღლების სხვადსხვა დაავადების საწინააღმდეგო, ხოლო 100 ფლაკონი ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას წარმოადგენს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრეს-სასმსახური აცხადებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყველა მასალა საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...