,,პროტექსი," ,,პალმოლივი“, ,,გარნიე,“ ,,დავი" - ცნობილი ბრენდების ჰიგიენურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს
ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემით კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს.
ეს არის „პროტექსის“ თხევადი საპონი, პარტიის ნომრით 10190546.
ცნობილი ბრენდების ჰიგიენის საშუალებებში ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის აღმოჩენის შესახებ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემამ ინფორმაცია გასულ კვირასაც გაავრცელა. „პროტექსის“ საპონშიც სწორედ ეს ნივთიერება გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინტერაქციული საიტი ,,მომხმარებელი.გე“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია ,,პალმოლივი“, ,,გარნიე“, ,,ინტეზა“ და ,,დავი“. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.
მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6803
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.