Jump to content
Planeta.Ge

ოპოზიციის ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს.

შესაბამისი განცხადება, რომელსაც 13 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააჟღერა.

რომან გოცირიძის თქმით, მინისტრთან კითხვები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ექნებათ.

„ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება. სამი წლის წინ უნდა შემოსულიყო პირველი გემი ანაკლიაში. ცრუ დაპირებების სერია გრძელდება. არაერთი განცხადება გაკეთებულა მთავრობის მხრიდან, რომ დაიწყებოდა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის გამოსავლენად კონკურსის გამოცხადება, მრავალი კვლევა ჩატარდა. მთავრობამ განაცხადა, რომ თურმე ანაკლიას თავად ააშენებს, რისი ამშენებელია?! რა სტადიაზეა ანაკლიის პორტის ინვესტორის გამოვლენის საკითხი, ვინ იქნებიან ეს ინვესტორები, იქნებიან თუ არა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, თუ მოიაზრება ისეთი კომპანიები, რომლებიც შესაძლებელია რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. უკვე დაიწყო საარბიტრაჟო სასამართლოში, საფრანგეთში ამერიკელი ინვესტორის საჩივრის განხილვა და საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა - რატომ ჩაიშალა ეს პროექტი და იმ შემთხვევაში თუ წააგო ხელისუფლებამ ეს დავა რა ელოდება ამ პროექტს. მოკლედ, დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა და მათ შორის პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ანაკლიაში თურმე სამუშაოები დაიწყება - როგორ დაიწყება როდესაც რკინიგზაა მისაყვანი და საავტომობილო გზა. არათუ მშენებლობა, პროექტიც არ არსებობს. კვლავ ხდება ამ პროექტის გაჭიანურება და ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შანსებს ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჰქვია. ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს, რათა გაგვცეს პასუხები ამ და სხვა კითხვებზე", - განაცხადა გოცირიძემ.

წტარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...