Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.456

ჟვანიას მკვლელობის საქმე ახალაიების დახმარებით გაიხსნება


PLANETA_INFO

1.386 views

ინტერვიუ ახალაიების ნათესავთან (2005–2012 წლებში პროკურატურის თანამშრომელი)

 

,,დათა ახალაიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავდა ციხეში (მასაც ჰყავს მერაბიშვილის ახლო გარემოცვაში ინფორმატორები). სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას სიცოცხლე უფრო მეტად იქნება დაცული. ამასთანავე, დათა ახალაია სამართალდამცავებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახალაიებს ბრალს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება კონკრეტულ მასალებს, რომელიც აქვს დათა ახალაიას, მე როგორც იურისტი, არ ვიქნები მართალი, მოგვაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააზარალებს. ვიტყვი მხოლოდ ერთ–ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც დათა და ბაჩო ახალაიებმა ძალიან ბევრი იციან და აქვთ მტკიცებულებანი. ეს გახლავთ ზურაბ ჟვანიას საქმე.

ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და გამოძიებას ექნება მტკიცებულება მასთან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ურცხვად აცხადებს, დათა ახალაია სულ სამჯერ თუ მინახავსო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია სამეგრელომ, მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა როლანდ ახალაია და მისი მთელი სანათესაო. ახლა კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, ახალაიებს ახლოს არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ძმები ახალაიები უნდა დაისაჯონ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ასევე პასუხი უნდა აგონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც".

 

(,,ყველა სიახლე" N17(363); ავტორი:დარეჯან ლიპარტელიანი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...