რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო
რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა.
მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.